დანტე ალიგიერის ბიოგრაფიიდან

დანტე ალიPortrait_de_Danteგიერი 1265–1321 წწ. – იტალიელი პოეტი. სამშობლოში უზენაეს პოეტად აღიარებული დანტე ალიგიერის ცხოვრების შესახებ უმთავრესად მისივე ნაწარმოებებიდან ვიგებთ. წარმოშობით რომაელ მოქალაქეთა მაღალი ფენიდან ყოფილა, დაუმთავრებია ბოლონიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იცოდა რამდენიმე უცხო ენა. მონაწილეობდა კამპალდინოს ბრძოლაში. პრიორების არჩევნებში კი “ასი კაცის საბჭოს” წევრიც ყოფილა. ფლორენციის პრიორადაც აურჩევიათ. როცა გველფების პარტია ორ ბანაკად – თეთრებად და შავებად გაიყო, დანტე თეთრებს მიემხრო. 1302 წელს გამარჯვებულმა შავებმა დანტეს დაუსწრებლად მიუსაჯეს კოცონზე დაწვა და ქონების კონფისკაცია. ასე დაიწყო პოეტის მოხეტიალე ცხოვრება. საბოლოოდ რავენაში დამკვიდრდა. ლტოლვილობამ დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ლექსების წერა ახალგაზრდობაში დაუწყია. ხმა აღიმაღლა, რათა იტალიური პოეზია გაეთავისუფლებინა სხვადასხვა გავლენისგან. ცდილობდა არაფრისმთქმელი რიტორიკის განდევნას, მეცნიერულ–თეოლოგიურ დებულებებს კი ბუნებრივად და ალეგორიათა მოშველიებით გადმოსცემდა. მოღწეულია ცნობები დანტეს ორი ვაჟის – პიეტროსა და იაკოპოს შესახებ. იაკოპო ფლორენციაში დასახლებულა და მამისთვის ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად იბრძოდა. პოლემიკის საბაბად ქცეულა დანტეს მუზა და მისი პირველი სატრფო ბეატრიჩეც, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, 24 წლისა გარდაცვლილა, თანაც ისე, რომ პოეტის უსაზღვრო სიყვარული არ გაუზიარებია. რავენაში დაკრძალული პოეტის ნეშტს ფლორენციელებმა მას შემდეგ დაუწყეს ძებნა, რაც მისი მართლაც ღვთაებრივი “ღვთაებრივი კომედია” გამოქვეყნდა. ეს ვინ გაგვიძევებია სამშობლოდანო და პოეტის ნეშტის გამო ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*