დასახელებულია სიცოცხლისთვის და დასვენებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები

გაეროს ექსპერტებმა შეადგინეს ქვეყნების სია, სადაც ყველაზე მაღალია წყალდიდობების, ციკლონების, მიწისძვრების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების რისკი. სიის მიხედვით ყველაზე სახიფათო რეგიონები ოკეანია, სამხრეთ აზია და ცენტრალური ამერიკაა.

გარემოს დაცვის და უსაფრთხოების ორგანიზაციის სპეციალისტებმა საბოლოო დასკვნა გააცნეს Daily Mail–ს. კვლევები ჩაატარეს სტიქიური უბედურებების რაოდენობაზე, რომლებიც 2015 წელს დაფიქსირდა, მათ ხარისხზე და შედეგებზე.

5 ყველაზე სახიფათო ქვეყანა:

5. ბანგლადეში – იმის შანსი, რომ აქ სტიქიური უბედურება მოხდეს 19,81 %–ია, განსაკუთრებით ეს ეხება მიწისძვრას.

4. გვატემალა 20,88 % – გასულ ზაფხულს ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა წყალდიდობისგან, რომელიც ხანგრძლივი წვიმების შედეგად მოხდა. ასევე ამ ქვეყანაში საკმაოდ ხშირია მიწისძვრებიც. ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი მოვლენა 2012 წელს მოხდა. შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა.

3. ფილიპინები 27,52 % – აქ ძალიან ხშირია ტაიფუნები, მიწისძვრები, მეწყერები და წყალდიდობები.

2. ტონგა 28,23 % – ხშირია მიწისძვრები, რომლებიც ხშირად ცუნამს იწვევს.

1. ვანუატუ 36,43 % – იგი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანა განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე. უკანასკნელად ვანუატუზე მიწისძვრა აპრილის დასაწყისში მოხდა, რომელიც 7,2 ბალს შეადგენდა. არქიპელაგი წარმოადგენს ე. წ. წყნარი ოკეანის “ცეცხლოვანი რკალის” ნაწილს: ვულკანების რიგი და ტექტონიკური ნაპრალები 40 000 კილომეტრზეა გადაჭიმული.

გასული წლის დასაწყისში ვანუატუს თავს დაატყდა ციკლონი “პემი”: დედაქალაქში განადგურდა 80 %–ზე მეტი სახლი. კიდევ ერთ პრობლემას ყოველწლიურად წყლის დონის 0,5 მმ–ით მატება წარმოადგენს.

საშიში ქვეყნების ათეულში სოლომონის კუნძულები (18,11 %), კოსტა რიკა (16,94 %), კამბოჯა (16,9 %), სალვადორი (16,85 %) და აღმოსავლეთ ტიმორი (16, 37 %) შედიან.

უსაფრთხო ქვეყნებად დასახელდნენ: შვედეთი (2,26 %), არაბთა გაერთიანებული საამიროები (2,1 %), ბაჰრეინი (1,81 %), კირიბატი (1,78 %), ისლანდია (1,55 %), გრენადა (1,44 %), საუდის არაბეთი (1,32 %), ბარბადოსი (1,16 %), მალტა (0,61 %) და ყატარი (0,08 %).

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*