დედამიწაზე მხოლოდ სამი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა დარჩა

აშშ–ს ქალაქ სან–დიეგოს ზოოპარკში ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების ერთ–ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი მოკვდა. ახლა დედამიწაზე ამ სახეობის მხოლოდ სამი წარმომადგენელი დარჩა.

ჩრდილოეთის 645b245cb59e0796418a2318b8443cf0თეთრი მარტორქა (Ceratotherium simum cottoni) სამხრეთის სახეობაზე რამდენჯერმე დიდია. ამიტომ, სიდიდით ის მეორეა, ხმელეთის ცხოველებს შორის, სპილოს შემდეგ. გასული საუკუნის ბოლოს, ის გავრცელებული იყო სამხრეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ აფრიკაში. ბრაკონიერების გამო პოპულაცია მკვეთრად შემცირდა (ძვირფასია ამ ცხოველის რქა). 1960 წელს 2000 ცხოველი იყო, 2008 წელს კი ბრაკონიერებმა უკანასკნელი მარტორქა მოკლეს, რომელიც ბუნებაში ცხოვრობდა.

ამერიკული ქალაქ სან–დიეგოს ზოოპარკი “საფარი–პარკი” ერთ–ერთი ადგილია, რომელიც ამ ცხოველების შენარჩუნების პროგრამაში მონაწილეობს. რამდენიმე წლის წინ აქ სამი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა ბინადრობდა. 2007 წლის მაისში მოკვდა დედალი, სახელად ნიდი, 2014 წლის დეკემბერში მოკვდა 34 წლის მამალი – ანგილიფა, ხოლო 2015 წლის 22 ნოემბერს 41 წლის დედალი – ნოლა მოკვდა. იგი ამ ზოოპარკში 1989 წლიდან ბინადრობდა.

ნოლა ავადმყოფობის გამო დააძინეს. ის ართრიტით და ბარძაყში ბაქტერიული ინფექციისგან იტანჯებოდა. ნოემბრის დასაწყისში ჩატარებულმა ოპერაციამ მას ვერ უშველა. მან მადა დაკარგა და მოდუნდა. ის წვალობდა და თანდათან ქრებოდა. სპეციალისტებმა ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღეს.

2015 წლის ზაფხულში ჩეხეთის ზოოპარკ Dvůr Králové Zoo–ში 32 წლის ნაბირე მოკვდა. იქ მობინადრე სამი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქიდან ის უკანასკნელი იყო.

ახლა დედამიწაზე ამ ქვესახეობის მხოლოდ სამი წარმომადგენელი დარჩა. ორი დედალი და ერთი მამალი იმყოფება კენიის პარკში. მათ სერიოზულად იცავენ. მაგრამ არცერთი მათგანი ახალგაზრდა აღარ არის და გამრავლება აღარ შეუძლიათ. მეცნიერები გეგმავენ, ამ ქვესახეობის აღდგენას ხელოვნური გზით: ადრე მკვდარი მამლების სპერმა გაყინულია და მეცნიერების აზრით, შესაძლებელია მისი გამოყენება დედალი სამხრეთის თეთრი მარტორქების გასანაყოფიერებლად. ეს პროგრამა განხორციელდება სან–დიეგოს ზოოპარკში, სადაც ექვსი ცხოველი უკვე გადაიყვანეს სამხრეთ აფრიკიდან.

ამასთან, სამხრეთის თეთრი მარტორქაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება: ბრაკონიერების გამო მათი რიცხვი მხოლოდ 20 000–ია.

2af981d19273be2fcd8aeca85485ca96

2cf6d5b5571a7b929646b5de41f004b3

375261b9a06ad69a7200089590c729ba

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*