დედამიწა, ვენერა და მარსი ერთ ფოტოზე: ფოტო Solar Orbiter-ისგან

ვენერა ყველაზე კაშკაშაა.

ეს გამოსახულება 2020 წლის 18 ნოემბერს Solar Orbiter-ის ბორტზე SoloHI-ის კამერამ გადაიღო. წინა პლანზე ჩანან ვენერა (მარცხნივ), დედამიწა (ცენტრში) და მარსი (მარჯვნივ). მზე არის მარჯვნივ. ის კადრში არ ჩანს.

Solar Orbiter-ი ყველაზე რთული სამეცნიერო ლაბორატორიაა, რაც კი შექმნილია მზისა და მზის ქარების შესასწავლად. ის ჩვენი ვარსკვლავის ყველაზე ახლო მანძილიდან დანახვის საშუალებას იძლევა.

აპარატის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ვენერა, დედამიწა და მარსი SoloHI-ის ხედვის არეში მოძრაობენ. ეს მოძრაობები განსხვავებულია მზის ირგვლივ მათი ინდივიდუალური ორბიტალური მოძრაობის გამო.

ვენერა ყველაზე კაშკაშა ობიექტია. ის მზის ორბიტალური აპარატისგან 48 მილიონ კილომეტრზე მდებარეობს. დედამიწამდე მანძილი, ფოტოს გადაღების დროს, 251 მილიონი კილომეტრი იყო, ხოლო მარსამდე – 332 მილიონი კილომეტრი. როგორც ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) განაცხადეს, ვიდეოს ჩაწერის დროს Solar Orbiter-ი ვენერასკენ გრავიტაციული მანევრის ჩასატარებლად მიემართებოდა. ეს კი 27 დეკემბერს განხორციელდა.

ვენერას და დედამიწის გარშემოვლა აპარატს მზეს კიდევ უფრო მიუახლოვებს და მისი ორბიტის კორექტირებას მოახდენს. ეს კი მზის სხვადასხვა მხრიდან დანახვაში დაგვეხმარება.

28ab00f9ae904833931605c3e2051094.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*