დედამიწა მილიონობით წლის წინ: ინტერაქტიული რუკა

წარმოდგენილია დროის შკალის 26 ვარიანტი 15–დან 150–მდე მილიონი წლის ინტერვალებით.

Google-ის და NASA–ს პროგრამისტმა იან ვებსტერმა საოცარი ინტერაქტიული რუკა შეადგინა. რუკა გვიჩვენებს დედამიწაზე 750 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს: მთელი გზა პირველი ჰიპოთეტური სუპერკონტინენტებიდან იმ კონტინენტებამდე, რომლებზეც ჩვენ ვცხოვრობთ.

რუკა გამორჩეულია მოსახერხებელი ინტერფეისით და უამრავი ფუნქციით: უნდა აირჩიოთ მხოლოდ დროის მონაკვეთი და შესაძლებელია ვნახოთ ევოლუციის შედეგები.

ასევე შესაძლებელია ქალაქის ან რეგიონის დასახელების შეყვანა, შემდეგ ავირჩიოთ თარიღი და დავაკვირდეთ ტერიტორიის განვითარებას. მაგ. 750 მილიონი წლის წინ მომავალი მექსიკის დედაქალაქი უკვე ხმელეთზე მდებარეობდა, მაშინ, როცა თანამედროვე მოსკოვის ადგილას მსოფლიო ოკეანე იყო.

ყოველ დროით ან თემატურ მონაკვეთს პატარა ცნობარი ახლავს. მაგ. პირველი მარჯნების წარმოშობისას (470 მილიონი წლის წინ) ერთადერთი მრავალუჯრედიანი მცენარეები მხოლოდ წყალმცენარეები იყო, დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები ჯერ არ იყო, ხოლო ყველა მრავალფეროვნება მხოლოდ ზღვაში ვითარდებოდა: მარჯნებთან ერთად პლანეტაზე თავის ადგილს იმკვიდრებდნენ უყბო თევზები და პირველი ხერხემლიანები.

ავტორი გვიხსნის, რომ ვიზუალიზაცია მიახლოებითია: “ჩვენ ვერასდროს შევძლებთ წარსულის ზუსტი სურათის აღდგენას. მოდელები ყოველთვის განსხვავებულები იქნება”.

ეს მოდელი ვებსტერმა შედარებით მაღალი ცნობადობის გამო შეარჩია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*