დედამიწის ტექტონიკური ფილების მოძრაობა: მილიარდი წელი 40 წამიან ვიდეოში

სწორედ, ამ მოძრაობის წყალობით არის სიცოცხლე შესაძლებელი ჩვენს პლანეტაზე.

გეოფიზიკოსებმა გამოუშვეს ვიდეო, რომელშიც პირველად არის წარმოდგენილი დედამიწის ტექტონიკური ფილების განუწყვეტელი მოძრაობა უკანასკნელი მილიარდი წლის განმავლობაში.

ვიდეო დაფუძნებულია კვლევებზე, რომელიც ჟურნალ Earth-Science Reviews 2021 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდება. კერძოდ, აქ ჩანს, რომ ოდესღაც ანტარქტიდა ეკვატორზე მდებარეობდა.

“ჩვენი პლანეტა იმით არის უნიკალური, რომ მასზე არსებობს სიცოცხლე. მაგრამ ეს მხოლოდ გეოლოგიური პროცესების წყალობით არის შესაძლებელი” – აღნიშნავს სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერი დიტრამ მიულერი. ვიდეოს ავტორი და შემქმნელი, დოქტორი ენდრიუ მერდიტი სწორედ პროფესორ მიულერის ასპირანტია.

მეცნიერებმა ყველა კონტინენტიდან შეაგროვეს და გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლებიც შორეულ და ძნელად მისაღწევ რეგიონებშია მოპოვებული. ეს მონაცემები დამუსავდნენ და ერთ ვიდეოში მოექცნენ. შედეგად, მილიარდი წლის მანძილზე ფილების მოძრაობის მოდელი მიიღეს.

ნაშრომი მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმარება, თუ დედამიწის გული როგორ კონვერტირდება, რა ქიმიური პროცესები ხდება იქ და როგორ კარგავს ჩვენი პლანეტა სითბოს ზღვის ფსკერის გაფართოების და ვულკანიზმის გამო. თავის მხრივ, ეს კლიმატის ცვლილებების პროცესის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს, რაც ასევე დედამიწაზე ბიოლოგიური ევოლუციის სტიმულირებას განაპირობებს.

სიცოცხლე დედამიწაზე ვერ იარსებებდა ტექტონიკური ფილების გარეშე. სწორედ ეს ახალი მოდელი დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ გაჩნდა სიცოცხლე ჩვენს ცისფერ პლანეტაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*