დედამიწის 7 უდიდესი ხელოვნური ხვრელი

ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში თხრიდნენ დედამიწას, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მათ საშუალება მისცა გაცილებით დიდი ტერიტორიები გაეთხარათ. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე, ყველაზე მასიური ხვრელი და ზოგიერთი ფაქტი მათ შესახებ.

ფიმისტონის დიდი ორმო

ასევე ცნობილია სუპერ ორმოს სახელით. იგი მდებარეობს კალგურლიში, დასავლეთ ავსტრალიაში. ხვრელის ფართობი ერთ მილს შეადგენს, ხოლო მისი სიღრმე დაახლოებით 1 900 ფუტია. აქ აწარმოებენ დაახლოებით 28 ტონა ოქროს ყოველწლიურად.

bigholes1_20151110

ბინგჰემის კანიონის დიდი ორმო

იგი სპილენძის უდიდესი მაღაროა, რომელიც ცნობილია კენეკოტის მაღაროს სახელწოდებითაც. მდებარეობს აშშ–ში, იუტას შტატში. ეს მაღარო მოქმედებს 1800–იანი წლების შუა ხანებიდან და დღეისთვის მისი ფართობი 2,5 მილს შეადგენს. მისი სიღრმე 3 100 ფუტია.

bigholes2_20151110

დიავიკის ალმასის მაღარო

მდებარეობს ჩრდილო–დასავლეთ კანადაში, 7,7 კვადრატული კილომეტრის კუნძულზე. მისი გათხრები 1992 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2003 წელს გაიხსნა.

bigholes3_20151110

ალმასის მაღარო რუსეთში

მისი ფართობი 1,2 მილს შეადგენს, ხოლო სიღრმე 2 200 ფუტია. მაღაროს ფუნქციონირება დაიწყო 1955 წელს. გასული 60 წლის მანძილზე აქ აწარმოეს დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის ალმასი.

bigholes4_20151110

ჩანდ ბიორის ჭა ინდოეთში

იგი არის ერთ–ერთი უძველესი ხელოვნური ხვრელი. გათხარეს დაახლოებით 1000 წლის წინ და არის 13 სართულიანი შენობის სიმაღლის. ამ გიგანტურ ხვრელს 3 500 კიბე აქვს.

bigholes5_20151110

კიმბერლის მაღარო (“დიდი ხვრელი”)

იგი მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მისი გათხრები დაიწყო 1871 წელს და შეწყდა ცხრა წლის წინ. ალმასების მოპოვება ეხლაც მიმდინარეობს.

bigholes6_20151110

ელ კარეხონის მაღარო კოლუმბიაში

იგი არის უმსხვილესი ქვანახშირის მარარო მთელ ლათინურ ამერიკაში. აქ აწარმოებენ დაახლოებით 32 მილიონ ტონა ნახშირს ყოველწლიურად, რომელსაც საექსპორტოდ ევროპაში გზავნიან.

bigholes7_20151110

discovery.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*