დენისოვას მღვიმეში აღმოაჩინეს ნეანდერტალელის ძვლის ფრაგმენტი

ოქსფორდის და მანჩესტერის უნივერსიტეტების მეცნიერებმა რუსეთში, დენისოვას მღვიმეში უახლესი ტექნისკის, ზოოარქეოლოგიური მასობრივი სპექტომეტრის (Zooms) საშუალებით მოახდინეს 2000–ზე მეტი ძვლის ფრაგმენტის იდენტიფიცირება. მათ შორის, მამონტის ნარჩენების, ბეწვიანი მარტორქის, მგლის და ჩრდილოეთის ირმის. ასევე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ერთი ნეანდერტალელის ძვლის ფრაგმენტი.

“როდესაც Zooms-მა აჩვენა, რომ ძვლებს შორის იყო ადამიანის თითის ანაბეჭდები ძალიან ავღელდი… შესაძლებელია ადგილზე ათობით ადამიანის ძვლის ფრაგმენტი იყოს” – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა სემ ბრაუნმა.

სვანტე პააბომ და მისმა გუნდმა მაქს პლანკის ინსტიტუტიდან, გამოიკვლიეს ძვლის მიტოქონდრიული გენომი დაადგინეს, რომ ძვალი ნეანდერტალელს ეკუთვნის. აღმოჩნდა, რომ იგი 50 000 წელზე მეტი ხნის არის.

archaeology.org–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*