“დიდი სამამულო ომის ფინალური აკორდი” – თავდაცვის სამინისტრომ ბერლინის გათავისუფლების საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1945 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ჯარების მიერ განხორციელებული ბერლინის შტურმის დოკუმენტები გაასაჯაროვა.

დიდი გამარჯვების იუბილესთან დაკავშირებით ბერლინის შტურმის – ბერლინისთვის ბრძოლის ოპერაციის დასკვნითი ნაწილის (16 აპრილი-2 მაისი) დოკუმენტაცია საჯარო გახადა.

დოკუმენტებს შორის არის მარშალ ჟუკოვის მიერ უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინისთვის გაგზავნილი პატაკი, რომელშიც წერია – მთელი დღის მანძილზე მე-3 დარტყმითი არმიის სამხედრო მოსამსახურეები ახორციელებდნენ წინსვლას, დაძლიეს მტრის წინააღმდეგობა და 14 საათსა და 25 წუთზე აიღეს რაიხსტაღის მთავარი შენობა და მასზე საბჭოთა დროშა აღმართეს.

დოკუმენტებში აღწერილია რკინიგზის სადგური ბერზესთვის ბრძოლები: 30 აპრილს 94-ე მსროლელ დივიზიას სადგური უნდა აეღო, მაგრამ შეტევა წარუმატებელი გამოდგა. ბრძოლის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა საბჭოთა მეომრებმა მიწისქვეშა გასასვლელების შესახებ შეიტყვეს. ისინი მეტროს უერთდებოდნენ. სწორედ ამ მიწისქვეშა გვირაბებს გაუყვნენ ჯარისკაცები და ერთდროულად ზურგიდან და ფრონტიდან შეუტიეს.

დოკუმენტებში აღწერილია ბრძოლები ბერლინის ქუჩებში, მძიმე ბრძოლების შედეგად არმიის ჯარებმა ქალაქის 27 კვარტალი აიღეს და მტრისგან გაწმინდეს სახელმწიფო ტიპოგრაფიის შენობა და ანგალტის სადგური.

გამოქვეყნებულია ფოტომასალა, რომლებზეც აღბეჭდილი არიან საბჭოთა ჯარისკაცები, განადგურებული გერმანული ტექნიკა და გერმანიის მშვიდობიანი მოქალაქეები.

სპეციალური პატაკი “კინოთეატრების, სკოლების, ტიპოგრაფიის და ბერლინის სხვა დაწესებულებების შესახებ” შეიცავს იმ ღონისძიებების სიას, რომლებიც გატარდა იმისთვის, რომ “ბერლინის კულტურულმა ცხოვრებამ სახე იცვალოს და სხვადასხვა კულტურულმა დაწესებულებამ მუშაობა განაახლოს”.

0b4a086c3de24bf39357356c3a77f359.max-2000x1000

0c2b4af7802247039dec583dc773a059.max-2000x1000

359ff34f7914427d9a58d0380584fd10.max-2000x1000

5856cb3144f04f318372644cdbb3769b.max-2000x1000

45116ccbecca4d2a8a981a1f83ec0165.max-2000x1000

77236957de0c4beead3b20053509823b.max-2000x1000

e9f8ed79b495406089514efbae0d5672.max-2000x1000

f7545ac60cba49cc853a9a26c217246d.max-2000x1000

fc30dd54b63f4ae9a431eb26fa828695.max-2000x1000

ცგჰ

Leave a comment

Your email address will not be published.


*