დიდი ძვრა

შორეული გალაქტიკების სპექტრის წითელი წანაცვლების ასახსნელად 1927 წელს ბელგიელმა ასტრონომმა, მღვდელმა ჯორჯ ლემეტრმა (1894–1966 წწ.) გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც არ გააჩნდა დროითი და სივრცული განზომილებები.

შემდგომ ლემეტრის იდეამ განვითარება ჰპოვამრავალ მეცნიერულ ნაშრომში. დღეისათვის საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, მოხდა დიდი ძვრა, რომლის შედეგად სივრცე, დრო და მატერია ერთდროულად წარმოიქმნა. მეტიც, ამ “ფანტასტიკურ” მომენტში წარმოიშვა ბუნების კანონებიც.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, როგორ წარმოიშვა “ყველაფერი” “არაფრისგან”? ამ კითხვას უპასუხებს მიკროსამყაროს თეორია – კვანტური თეორია. მისი ერთ–ერთი პოსტულატი, დაფუძნებულია განუზღვრელობის პრინციპზე, ისაა, რომ რაღაც მცირე დროის განმავლობაში შესაძლებელია ენერგიის შენახვის კანონის დარღვევა. ეს პოსტულატი შესაძლებლობას იძლევა, რომ “არაფრისგან” წარმოიშვას მატერიის გარკვეული შენადედი, რომელსაც “კვანტური ფლუქტუაცია” ეწოდება. იგი მით უფრო სწრაფად უნდა გაქრეს, რაც უფრო მეტად არის დარღვეული ენერგიის შენახვის კანონი.

თანამედროვე წარმოდგენით, სამყარო დიდი ძვრის მომენტში იყო უსასრულო სიმკვრივის ცხელი მატერია. სამწუხაროდ, მეცნიერებმა ჯერ ვერ შექმნეს თეორია, რომელიც აღწერს მცირე (კვანტურ) მანძილებსა და მძლავრი მიზიდულობის (გრავიტაციულ) ველებში მიმდინარე პროცესებს. მაშასადამე, ჯერჯერობით არ არსებობს კვანტური გრავიტაციის თეორია და ამიტომ არაფრის თქმა არ შეგვიძლია სამყაროს საწყისი სტადიის შესახებ. ლაპარაკია 10-43 წამის რიგის დროის შესახებ. ამის მიუხედავად, ახსნა იმისა, თუ როგორ გაჩნდა სამყარო “არაფრისგან”.

სამყარომ გაჩენისთანავე სწრაფი გაფართოება დაიწყო. გაფართოებასთან ერთად მისი სიმკვრივე, p, და ტემპერატურა, T, მცირდებოდა მარტივი თანაფარდობების შესაბამისად:

p= 1 / 8Gt2

T= 1010 / √t

ამ ფორმულებში t არის გაფართოების დაწყებიდან გასული დრო. ის იზომება წამებში. ტემპერატურა T იზომება კელვინის შკალით. პირველი ფორმულა სამართლიანია სამყაროს განვითარების მხოლოდ საწყისი ეტაპისთვის, დაახლოებით 400 000 წლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*