დიდ ბრიტანეთში “შავი სიკვდილის” მსხვერპლთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ეს აღმოჩენა შავი სიკვდილის პანდემიის გავრცელების მასშტაბზე და სისწრაფეზე მეტყველებს.

სახელი “შავი სიკვდილი”, ჭირის პანდემიას, რომელიც 1346-1353 წლებში ევროპაში მძვინვარებდა, მტკიცედ დაემკვიდრა.

ამ დაავადებას ათეულობით მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ზოგიერთი გამოთვლებით, მაშინ ევროპის მოსახლეობის 30-60% დაიღუპა.

არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებს, როგორ განსხვავდებოდა დაკრძალვები ქალაქსა და სოფელს შორის.

ცნობილია, რომ სოფლების მოსახლეობა ადვილად უმკლავდებოდა ამ პრობლემას და მასობრივი სამარხები არ სჭირდებოდათ. მაგრამ ტორნტონის სააბატოში ჩატარებული ახალი გათხრები, ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.

შეფილდის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ყურადღება მიაქციეს მონასტრის კედლებს გარეთ არსებულ მიწაყრილს. აქ ძველი შენობების არსებობას ვარაუდობდნენ, მაგრამ გათხრების დაწყებისთანავე, აქ 48 ადამიანის – კაცების, ქალების და ბავშვების ნეშტები აღმოაჩინეს.

ჩონჩხების განლაგება მოწმობდა, რომ ყველა ერთდროულად დაკრძალეს. მეცნიერებმა სამარხი XIV საუკუნით დაათარიღეს. კბილების დნმ-ის ანალიზმა კი აჩვენა, რომ ისინი შავი ჭირის მსხვერპლები იყვნენ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მონასტერი საავადმყოფოს როლს ასრულებდა პანდემიის დროს და იქ თავს უამრავი ადამიანი აფარებდა.თვითონ ტორნტონის სააბატოს ბევრი ბერი, ავადმყოფების მოვლის დროს, თვითონ გარდაიცვალნენ.

დოქტორი უილმოტი თვლის, რომ მღვდლები და ბერები ყველაზე დიდი რისკის ჯგუფი იყო, ვიდრე სხვა მოსახლეობა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილებს დიდი პატივით ექცეოდნენ. ყველა მათგანი სუდარაში იყო გახვეული და ფაქიზად მოთავსებული საძმო სასაფლაოში.

იმ დროის მედიცინის  დონის გათვალისწინებით, ბერებს ბევრი რამ არ შეეძლოთ. მაგრამ ღირსეული ქრისტიანული სიკვდილი და სულიერი შვება ყველა დაავადებულს შეეძლო მიეღო.

ეს სამარხი თვალხილულს ხდის “შავი სიკვდილის” მთელ საშინელებას და სოფლის თემზე მის გავლენას, რომელიც დიდ ქალაქებში მომხდარი უბედურების ანალოგიურია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*