დინოზავრის გიგანტური ნაკვალევი ნაპოვნია გობის უდაბნოში

გობის უდაბნოს მონღოლურ ნაწილში მეცნიერებმა აღმოაჩინეს დინოზავრის გიგანტური ნაკვალევი: 106 სანტიმეტრის სიგრძის და 77 სანტიმეტრის სიგანის.

აღმოჩენა იაპონიის ოკაიამას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააკეთეს. კვლევა 2016 წლის აგვისტოში მიმდინარეობდა. 70–90 მილიონი წლის წინანდელ გეოლოგიურ შრეში. ის ცარცული პერიოდის მიწურულს მიეკუთვნება. პალეონტოლოგიის პროფესორმა სინობუ ისიგაკიმ პირადად გადაიღო ფოტო გიგანტურ აღმოჩენასთან, რათა კარგად გამოჩნდეს მისი სიდიდე.

ეს არ არის ნაკვალევი. ეს არის ანაბეჭდი, რომელიც წარმოიშვა ბალახისმჭამელი ზუროპადის ნაკვალევში – სავარაუდოდ ტიტანოზავრის. კვალი დატოვა მისმა მარცხენა თათმა. ჩანს ბრჭყალების კვალიც კი. მეცნიერები ძებნას აგრძელებენ. მათი მიზანია ჩონჩხის პოვნა. თუმცა კვალიც ფასეულ ინფორმაციას აძლევს მეცნიერებს. შესაძლოა კიდურების აგებულებისა და ამ ცხოველების მოძრაობის მანერის დადგენა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*