ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია ოქროს ენით

ის მიცვალებულს საიქიოში ლაპარაკში დაეხმარებოდა.

ძველ ეგიპტურ ტაპოსირის-მაგნაში არქეოლოგებმა ოქროს ენიანი 2000 წლის მუმია აღმოაჩინეს. ძველი ეგვიპტური რწმენით, გარდაცვლილი საიქიოში ოსირისს შეხვდებოდა და მის კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა.

მკვლევარები ჯერ ვერ არკვევენ, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სიცოცხლეში მეტყველების დეფექტი. ასევე გაუგებარია, თუ, რატომ არის ენა ოქროსი.

არქეოლოგებმა მუმია 16 სამარხიდან ერთ-ერთში აღმოაჩინეს ტაპოსირის-მაგნაში. აქ არის ოსირისის და ისიდას ტაძრები. ისინი ეგვიპტურ პანთეონში ძალიან მნიშვნელოვანი ღმერთები არიან. ისიდა ოსირისის ცოლი და და იყო. ადრე არქეოლოგებმა მონეტები აღმოაჩინეს, რომლებზეც კლეოპატრა VII არის გამოსახული. სავარაუდოდ, კლეოპატრას მმართველობის დროს ეს მოქმედი ტაძრები იყო.

სხვა სამარხების ასაკიც 2000 წელია. ერთ-ერთ მათგანში მიცვალებულის ნიღბიანი ქალის მუმია აღმოაჩინეს. ნიღაბი სხეულის დიდ ნაწილს ფარავდა.

ორ მუმიასთან გრაგნილების ნარჩენებიც იპოვეს. დღეისთვის პაპირუსებს მეცნიერები აანალიზებენ და შიფრავენ. არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მუმიასთან ოსირისის ოქროს სამკაულებიც აღმოაჩინეს.

სამარხებში აღმოჩენილია ადამიანების სტატუები. ისინი ისე კარგად არიან შემონახული, რომ მათზე ძალიან კარგად ჩანს ამ ადამიანების თმის ვარცხნილობები და თავსაბურავები.

ტაპოსირის-მაგნაში გათხრები კვლავ გრძელდება.

475bd8c1d4bb4a88b9a9c523999ff9d9.max-2000x1000

712f14fa184b4eb2b58ecd3fa8dcbd56.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*