ეგვიპტეში აღმოაჩინეს 2000 წლის შინაური ცხოველების სასაფლაო

2000 წლის შინაური ცხოველების სასაფლაო აღმოაჩინეს არქეოლოგიური კვლევების ადგილზე, ეგვიპტის ქალაქ ბერენისში – ამის შესახებ იუწყება USA Today. ადგილზე აღმოჩენილია ძაღლის, კატის და მაიმუნის ნაშთები. ზოგიერთი მათგანი გულდასმით არის შეხვეული ჭილოფში და ზოგიც მოთავსებულია ქილებში. რამდენიმე მათგანს ეცვა რკინის მანჟეტი, რომელიც გაფორმებული იყო სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭისგან დამზადებული მძივებით.

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი მარტა ოსიპინსკა აცხადებს, რომ კატების კისრები არ იყო დაგრეხილი, ისე როგორც ხშირად რიტუალური მუმიფიცირების დროს ხდებოდა.

მასტიფის მსგავსი ძაღლის ნაშთებს აღმოაჩნდა ძვლის კიბო. იგი მოთავსებული იყო კალათაში და დახურული იყო თიხით. სავარაუდოდ ძაღლი ჩამოყვანილია საბერძნეთიდან ან რომიდან და ის იყო ეგვიპტელებისთვის ერთ–ერთი უსაყვარლესი შინაური ცხოველი – განაცხადა დელავერის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივენ საიდბოტემმა.

“მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ეგვიპტეში რთული საცხოვრებელი პირობები იყო, ადამიანი მაინც ახერხებდა ჰყოლოდა შინაური ცხოველი და ეზრუნა მასზე” – განაცხადა საიდბოტემმა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*