ეგვიპტეში აღმოაჩინეს 5000 წლის შობის სცენა

ეგვიპტეში, საჰარის უდაბნოში აღმოაჩინეს უძველესი გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია მშობლები, ახალშობილი, ორი ცხოველი და ვარსკვლავი.

იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყველაზე ძველი შობის სცენა – 5000 წლის გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია ვარსკვლავი, ახალშობილი, მისი მშობლები და ორი ცხოველი. სცენა დახატულია მოწითალო–მოყავისფრო ჟანგმიწით.

“ეს არის ძალიან შთამბეჭდავი სცენა, რომელიც ძალიან ჰგავს ქრისტეს დაბადებას. მაგრამ იგი შესრულებულია ქრისტეშობამდე 3000 წლით ადრე” – განაცხადა იტალიელმა გეოლოგმა მარკო მორელიმ.

ნახატი მორელიმ 2005 წელს აღმოაჩინა, თუმცა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა მისმა გუნდმა გაემჟღავნებინა ეს საოცარი აღმოჩენა.

სცენაზე გამოსახულია მამაკაცი, ქალი, რომელსაც აკლია თავი და ჩვილი ბავშვი.

“შესაძლოა ეს მხოლოდ ჩვეულებრივი ოჯახური სცენაა ბავშვი თავის მშობლებთან ერთად, თუმცა სხვა დეტალები ნახატს უნიკალურს ქმნის” – განაცხადა მორელიმ.

მეცნიერი აღნიშნავს, რომ ახალშობილი დახატულია მაღლა თითქოს ცაში მაღლდება. ასეთი პოზიცია, სადაც ბავშვი დახატული არ არის მშობლებს შორის აღნიშნავდა ან ორსულობას ან მის დაბადებას.

“ისევე როგორც გამოქვაბულის ხელოვნებაში სიკვდილი დაკავშირებული იყო მიწასთან, სავარაუდოდ დაბადება უკავშირდებოდა ცაში ამაღლებას” – აღნიშნავს მორელი.

რაც შეეხება ნახატზე გამოსახულ სხვა ფიგურებს, სცენის ზედა ნაწილზე გამოსახულია უთავო ლომი, მითიური მხეცი, რომელიც ზოგ გამოქვაბულის მხატვრობაში გვხვდება, ხოლო ქვემოთ გამოსახულია ბაბუინი ან ანთროპომორფული მაიმუნი. მკვლევარებმა ამ ადგილს “მშობლების გამოქვაბული” დაარქვეს.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს უაღრესად საინტერესო ნახატია, ჯერ არ არის ნაპოვნი ადრეული ქრისტიანული პერიოდის მსგავსი სცენები” – დაამატა მორელიმ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*