ეგვიპტეში აღმოჩენილია ემბრიონის მუმია

გამოფენისთვის ძველეგვიპტური ექსპონატების შერჩევის დროს, მუზეუმის თანამშრომლებმა უნიკალური მუმია აღმოაჩინეს: ერთ–ერთ სარკოფაგში 18 კვირის ემბრიონი იყო მოთავსებული.

დაკრძალვის რიტუალებისადმი მიძღვნილი ძველეგვიპტური გამოფენა (Death on the Nile: Uncovering the Afterlife of ancient Egypt) იმართება კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიცუილიამის მუზეუმში მაისის ბოლომდე. ექსპოზიციისთვის შეარჩიეს 44 სანტიმეტრიანი კედრის ხის სარკოფაგი – ის ბრიტანელმა არქეოლოგმა XX საუკუნის დასაწყისში გიზაში აღმოაჩინა. ის წლების განმავლობაში საცავში ინახებოდა.

სარკოფაგი დიდ ინტერესს არ იწვევდა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მასში ინახებოდა მოზრდილი ადამიანის ორგანოები. მუმიფიცირების ტექნოლოგიის მიხედვით, მათ სხეულიდან იღებდნენ და ცალკე ინახავდნენ.

თუმცა ამ ექსპონატმა ნამდვილი სიურპრიზი მოაწყო: სკანირებამ აჩვენა, რომ მასში ინახებოდა 16–18 კვირის ჩანასახის მუმია. პატარას ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი.

მუმია ძვ. წ. 664–525 წლებით თარიღდება. მუმიის უკეთ შესასწავლად, ისე რომ იგი არ დააზიანონ, ის კემბრიჯის უნივერსიტეტს გადასცეს. იქ მას კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთდა: შემორჩენილია კიდურები თითებით, თუმცა თავის ქალა და მენჯის ძვლები დროთა განმავლობაში დაიშალა. სქესის და ნაადრევი მშობიარობის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.

მეცნიერები აღმოჩენის უნიკალურობას ხაზს უსვამენ: ეს ყველაზე “ნორჩი” მუმიაა დღეისთვის აღმოჩენილ მუმიებს შორის. სხვა მუმიფიცირებული 2 ემბრიონი ნაპოვნია ტუტანხამონის სამარხში – მათი ასაკი 25–37 კვირაა. ისინი ცნობილი ფარაონის ქალიშვილების მუმიებია.

8e6a7336c8f6e6c31bd5e3dc93443e98

829913f40933ac7afd66326e946d88f9

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*