ეგვიპტეში პირველად აღმოაჩინეს უძველესი დასაკრძალავი ბაღი

ლუქსორში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბაღი, რომელიც ერთ–ერთი ნეკროპოლის შემადგენელი ნაწილი იყო. აქამდე დასაკრძალავი ბაღების შესახებ მხოლოდ ფრესკებიდან იყო ცნობილი.

ესპანელმა არქეოლოგებმა მეფეთა ველზე აღმოჩენა გააკეთეს – ძველეგვიპტური დასაკრძალავი კომპლექსის ტერიტორიაზე დრა აბუ ელ–ნეგაში კომპლექსი ორი ნაწილისგან შედგება: ყველაზე ძველი სამარხები მიეკუთვნება XI დინასტიას (ძვ. წ. 2170–2020 წწ.), ყველაზე გვიანდელი XVIII დინასტიას (ძვ. წ. 1550–1292 წწ.) .

აღმოჩენილი ბაღი შექმნილია დაახლოებით 4 ათასი წლის წინ XII დინასტიის ფარაონების დროს. მათი მმართველობის 213 წლის მანძილზე ეგვიპტე მძლავრ, სტაბილურ სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც დიდი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი ჰქონდა. ნუბიის დაპყრობით ეგვიპტემ ოქროს საბადოები ჩაიგდო ხელში. იმ დროს აღადგინეს პირამიდების მშენებლობა და საირიგაციო სისტემა.

ბაღის დანიშნულება საიქიოში მიცვალებულების მოგროვება იყო. მცირე ზომის 3X2 ნაკვეთი ქვის სამარხის შესასვლელის წინ ამაღლებულ მოედანზეა მოთავსებული. იგი დაყოფილია სწორკუთხა სექტორებად თითოეულის ფართობი 30 სმ²–ია.

იქ შემობახულია თესლები, რაც საშუალებას იძლევა გავარკვიოთ, თუ, რომელ მცენარეებს თვლიდნენ ძველი ეგვიპტელები “სასიცოხლოდ აუცილებელს” – ჯერჯერობით დადგენილია, რომ დარგული იყო თამარისკის ბუჩქი.

ცალკეული თესლების ანალიზი გრძელდება. ასეთი ბაღების არსებობის შესახებ არქეოლოგებმა ფრესკებიდან იცოდნენ. ეს აღმოჩენა ძველი ეგვიპტელების ცხოვრების მრავალ ასპექტს მოჰფენს ნათელს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*