ეგვიპტეში უძველესი “მკვდართა წიგნი” და ასობით სხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს

ძველი საკარა სავსეა უძველესი საგანძურით.

ძველი სარკოფაგები, ქანდაკებები, სათამაშოები, დასაკრძალავი ნიღბები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს საკარას ნეკროპოლისის გათხრებისას. მათ შორის არის, “მკვდართა წიგნის” პაპირუსი. ნივთების ასაკი დაახლოებით 4 ათასი წელია.

ეგვიპტის ტურიზმის და სიძველეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოჩენა გაკეთდა 22 სამარხის ბორცვებზე, 10-12 მეტრი სიღრმეზე.

ინტერესს იწვევს პაპირუსის ოთხმეტრიანი გრაგნილი, ე.წ. “მკვდართა წიგნი”. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ “მკვდართა წიგნების” ტექსტები და ჰიმნები გარდაცვლილის სულს საიქიოში მოგზაურობაში ეხმარებოდნენ.

ცნობილი ეგვიპტოლოგის, ზაჰი ჰავასის თქმით, ნაპოვნი ნივთები მიეკუთვნებიან VI დინასტიას, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 2323-2150 წწ. მართავდა. 50-ზე მეტი ხის კუბო უკანასკნელ “ახალ სამეფოს” მიეკუთვნება (ძვ.წ. 1570-1069 წწ.). მათი აღმოჩენა კვირას მოხდა.

ჰავასი დარწმუნებულია, რომ არტეფაქტები ეგვიპტეში ტურისტებს დააბრუნებს, რომლებიც ბოლო დროს, პანდემიის გამო, ქვეყანაში აღარ ჩამოდიან. ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ტურისტული სექტორის სტიმულირებას გამოიწვევს. წელს მთავრობა დიდი ეგვიპტის მუზეუმის გახსნას გეგმავს. ეს მუზეუმი გიზის მუზეუმის სახელითაც არის ცნობილი. ადრეული გათხრები საკარაში მიმართული იყო ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდისკენ – ის ერთ-ერთი პირველია ეგვიპტეში.

ეგვიპტის სიძველეთა და ტურიზმის მინისტრი, ჰადელ ალ-ანანი აღნიშნავს, რომ საკარაში აღმოჩენები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული.

2020 წელს საკარაში 2500 წლის ასაკის 100-ზე მეტი სარკოფაგი აღმოაჩინეს. საკარა 3000 წლის წინ აქტიურად გამოიყენებოდა დაკრძალვისთვის და ის მემფისის, ეგვიპტის ძველი დედაქალაქის მთავარი ნეკროპოლისი იყო. დღეს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*