ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი 13 დალუქული სარკოფაგი აღმოაჩინეს

სარკოფაგები საკარის ნეკროპოლში აღმოაჩინეს, კაიროდან 30 კილომეტრში.

ხის სარკოფაგები 11 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. ისინი ერთმანეთზე იყო დაწყობილი. სარკოფაგები ისე კარგად არის შემონახული, რომ ხეზე დატანილი ზოგიერთი საღებავი ხელუხლებელია დარჩენილი. არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სარკოფაგები დაბეჭდილია მათი დამარხვის მომენტიდან.

საკარა ქალაქ მემფისის ნეკროპოლისი იყო, რომელიც 7 საუკუნის მანძილზე ეგვიპტის დედაქალაქი იყო. 3000 წლის მანძილზე ეგვიპტელები აქ თავიანთ გარდაცვლილებს მარხავდნენ. ამიტომ საკარა დიდ არქეოლოგიურ ინტერესს წარმოადგენს.

საკარაში მაღალი წრის დიდგვაროვნებს მდიდრულ სამარხებში კრძალავდნენ. ასეთი სამარხების პოვნა ადვილია, რადგან ამ ადამიანების სამარხები კარგად შემოინახა. ცოტა ხნის წინანდელი გათხრების დროს უფრო უბრალო სამარხები აღმოაჩინეს – როგორც ჩანს, საშუალო ან მუშათა ფენის ადამიანების.

მდიდრული სამარხები გარე ზემოქმედებისგან დაცულები არ არიან. ათწლეულების მანძილზე მრავალი მათგანი გაიძარცვა და დაზიანდა. ამიტომ, ახალი სამალავის აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა იქ ხელუხლებელი დასაკრძალავი ინვენტარი ინახებოდეს.

ეს ინვენტარი დაეხმარება არქეოლოგებს იმის დადგენაში, თუ რა სტატუსს ატარებდა ესა თუ ის ადამიანი. ეს აღმოჩენა კიდევ უფრო გააფართოებს ძველეგვიპტური დასაკრძალავი რიტუალების შესახებ ჩვენს ცოდნას.

სარკოფაგებში დამარხული ადამიანების სახელები და სტატუსები ჯერ გასარკვევია. საკარაში გათხრები გრძელდება და ეგვიპტის სიძველეთა და ტურიზმის სამინისტროში თვლიან, რომ 13 სარკოფაგს კიდევ შეიძლება სხვებიც დაემატოს.

18ceee6b1f1e4917ae1aab05cfc30483.max-2000x1000

bada47d4719b4650b3f39aa891fd4081.max-2000x1000

77436c34044b4443a3431bcc87cdabfc.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*