ეგვიპტის ერთ–ერთ აკლდამაში 50 მუმია იპოვეს

ეგვიპტეში აღმოაჩინეს აკლდამა, რომელშიც 50–ზე მეტი მუმიაა, მათ შორის 12 ბავშვისა. სამარხი 9 მეტრის სიღრმისაა და კაიროს სამხრეთით, ელ მინიას პროვინციაში, ტუნა ელ–ჯებელის რაიონში მდებარეობს. ოთხკამერიანი აკლდამა კლდეშია გამოჭრილი და ვარაუდობენ, რომ საშუალო კლასის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც პტოლემეოსთა მმართველობის პერიოდში (ძვ. წ. 305–30 წლებში) ცხოვრობდა.

ზოგიერთი მუმია ქვისა და ხის სარკოფაგებში იყო განთავსებული, ნაწილი კი ქსოვილში გახვეული. მუმიფიცირების მეთოდების შესწავლის შემდეგ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ოჯახის წევრებს მაღალი თანამდებობები ეკავათ. სამარხში იეროგლიფები არ არის აღმოჩენილი. ნაპოვნია დასაკრძალავი ნიღბები და კერამკა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*