ეგვიპტური მელნის საიდუმლო

დღემდinkfromancieე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პაპირუსისთვის მელანი ძირითადად ნახშირბადის შემცველი ნივთიერებების საფუძველზე მზადდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ახ. წ. IV-V საუკუნეებამდე მაინც, თუმცა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მიერ 2000 წლის პაპირუსის ფრაგმენტის რენტგენოლოგიურ–მიკროსკოპული ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ შავი მელანი, რომელსაც ძველი ეგვიპტელი გადამწერები და მწიგნობრები იყენებდნენ, სპილენძის ელემენტებს შეიცავს. ადრინდელი კვლევებისას მელანში სპილენძი არ შეუნიშნავთ.

სპეციალისტებმა კვლევისთვის ეგვიპტელი მეომრის, სახელად ჰორუსის პირადი წერილი გამოიყენეს. პაპირუსის ფრაგმენტები კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კარლსბერგის კოლექციაშია დაცული. ისინი უახლესი რენტგენული მიკროსკოპით გამოიკვლიეს.

თომას კრისტიანსენი, ეგვიპტოლოგი: “ნახშირბადთან ერთად სპილენძის ელემენტების შემცველი მელნის კვლევისას არ გამოვლენილა არსებითი სხვაობა დროის ან გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ნიშნავს, რომ ძველი ეგვიპტელები მელნის დასამზადებლად მთელ ეგვიპტეში მსგავს ტექნოლოგიას იყენებდნენ ძვ. წ. 200 წლიდან ახ. წ. 100 წლამდე”.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მელნის შემადგენლობის შესახებ უახლესი კვლევის შედეგები მათ უძველესი პაპირუსების უკეთ დაცვასა და შენახვაშიც დაეხმარება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*