ეგვიპტური მკვდართა ქალღმერთის გამოსახულება მუმიის ქვეშ იპოვეს, რომლისთვისაც თითქმის 100 წელია ხელი არავის უხლია

აღმოჩენა ნამდვილი მოულოდნელობა იყო.

ძვ.წ. 760-525 წლებით დათარიღებული ეგვიპტური მუმია შოტლანდიის ქალაქ პერტის მუზეუმს 1936 წელს არქეოლოგიის და ბუნებისმეტყველების საზოგადოებამ აჩუქა. თავის მხრივ, საზოგადოებას ეს მუმია ბრიტანელმა უილიამ ბეილიმ გადასცა, რომელმაც იგი ქაიროს მუზეუმის კურატორისგან შეიძინა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მუმია არავის აუწევია და არავის ეჭვიც არ გასჩენია, რომ მის ქვეშ ძველეგვიპტური ხელოვნების ნიმუში იმალებოდა.

სარკოფაგის თავსახურზე არის წარწერა”ტა-კრ-ხბ” და მეცნიერებიც ასე მოიხსენიებენ მუმიას, რომელიც სავარაუდოდ ეგვიპტელი ქურუმი ან პრინცესა იყო.

2013 წელს კუბო მანცესტერის სამეფო საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენოგრამისთვის გადააგზავნეს. კვლევამ აჩვენა, რომ ქალის ჩონჩხი ძლიერად დაზიანდა გვერდიდან მენჯებამდე მუმიფიცირებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, თუმცა თავის ქალა დაუზიანებლად გადარჩა.

დაიგეგმა მუმიის 2022 წლის გამოფენაზე გატანა. მკვლევარებმა სხეული სარკოფაგიდან ამოიღეს და მის ქვეშ ძველეგვიპტური ქალღმერთის გამოსახულება გამოჩნდა. კიდევ ერთი ნახატია სარკოფაგის მეორე ნაწილზე.

ორივე ზედაპირზე გამოცენილი ნახატები ნამდვილი აღმოჩენაა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სარკოფაგის შიდა მხარეს ქალღმერთი ამენტეტია გამოსახული. ეგვიპტურ მითოლოგიაში ის დასავლეთის და ნაყოფიერების ქალღმერთი იყო, რომელიც მკვდრებს მფარველობდა. ის მიცვალებულებისკენ გაწვდილი ხელებით ხვდებოდა საიქიოში.

გამოსახულება გარე ზედაპირზე ნაწილობრივ შემოინახა, მაგრამ მასზე ჩანს ამენტეტის წითელი კაბა, პლატფორმა, რომელზეც ის დგას და ამ პლატფორმის საყრდენი სვეტის ნაწილი.

b244b1ffe9db41cebc92a7e2168f47d4.max-2000x1000b6dd9a4ccf41416dbec2df589369ab3f.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*