ეგვიპტურ პირამიდებს “გამჭოლად” გამოიკვლევენ

პირამიდები, ეგვიპტელ ფარაონთა და დედოფალთა უკანასკნელი განსასვენებლები დღემდე აოცებენ მნახველს. არქეოლოგებს, ინჟინრებსა და საზოგადოებას კი დღემდე ვერ ამოუხსნია 4500–წლოვანი საიდუმლო – როგორ აშენებდნენ მათ.

ამ გამოცანის ამოსახსნელად მეცნიერებმა გადაწყვიტეს, პირამიდების გულში კოსმოსური სხივების დახმარებით ჩაიხედონ და პროექტი ScanPyramids–ს შეიმუშავეს. მას ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო აფინანსებს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ თერმოანალიზატორის, ელემენტარული ნაწილაკების დეტექტორისა და ლაზერული სკანირების, ასევე უპილოტო მფრინავი აპარატის დახმარებით, პირამიდების შიდა წყობას დეტალურად შეისწავლიან და მათ სამგანზომილებიან მოდელებსაც შექმნიან.

ამ პროექტმა მეცნიერებს შესაძლოა მისცეს საშუალება, აღმოაჩინონ პირამიდების მანამდე არსებული შიდა სტრუქტურა, დაფარული ოთახები ანდა განსასვენებლები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ტექნიკის დახმარებით საიდუმლო კარის აღმოჩენას შეძლებენ, რომელიც ტუტანხამონის აკლდამას დედოფალ ნეფერტიტის დასაკრძალავ საკანთან აკავშირებს.

ელემენტარული ნაწილაკები თავისუფლად აღწევენ მკვრივ მასალებში, მათ შორის ქვებში. ანუ შესაძლებელია, პირამიდებისთვის ერთგვარი “რენტგენის სურათის” გადაღება, აგრეთვე, პირამიდის სხვადასხვა ადგილის სიმკვრივის დადგენა. სპეციალისტებს ფარული ოთახების აღმოჩენაში სწორედ ეს დაეხმარება.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*