ეგვიპტურ სარკოფაგში ღმერთ რა-ჰორახტეს ფარული გამოსახულება აღმოაჩინეს

ის დაკრძალვისთვის გამოყენებული, ფისისებური მასის ფენის ქვეშ იყო დამალული.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სარკოფაგის ციფრული გამოსახულების მიღება შეძლეს, რომელშიც ეგვიპტელი ქურუმის, ანხ-ჰონსუს მუმია განისვენებდა.

სარკოფაგიდან მუმია 100 წლის წინ ამოიღეს და ეგვიპტიდან კემბრიჯში გადაიტანეს. თვითონ სარკოფაგი თავიდან 30 წლის წინ გახსნეს. გაიხსნა კიდევ ორი სხვა სარკოფაგი, რომლებშიც მომღერალ მუტ-ი-ი-ს და ქურუმს და ლითონის ოსტატს პა-დი-მუტს ეკუთვნოდათ. სამივე სარკოფაგი XXII დინასტიის (ძვ.წ. 945-712 წწ.) დროინდელია და ჰარვარდში თებედან მოხვდნენ.

მკვლევარებმა აიღეს ქსოვილის, საღებავის და ფისის ნიმუშები. ასევე შეისწავლეს ტექსტები და იკონოგრაფია ხის ზედაპირიდან და შესაფუთი მასალიდან, რომელიც პაპირუსისგან და სელისგან არის დამზადებული და დაფარულია თაბაშირით. ასევე ჩატარდა 3 განზომილებიანი და შეიქმნა სარკოფაგების კომპიუტერული მოდელები.

ღვთაების გამოსახულება დამალული იყო დაკრძალვისთვის გამოყენებული ფისისებური მასის ქვეშ.

ამას გარდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი საღებავებით შესრულებული ნახატები და რამდენიმე იეროგლიფი, რომლებიც ითარგმნება, როგორც: “რა-ჰორახტე, დიდი ღმერთი, ცის მბრძანებელი”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*