ევროპის უძველესი სათამაშო

ერთი შეხედვით ის უცნაურ სკულპტურას ან მილის უფორმო ნაჭერს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში აქვს “პრეტენზია”, ევროპაში უძველესი სათამაშოს სტატუსი მიიღოს.

თრაკიული ბრინჯაოს არტეფაქტი, რომელსაც ყარყატის ტავის ფორმა აქვს, გვიანი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება და ძვ. წ. 1500–1200 წლებშია დამზადებული. ერთ–ერთმა მოქალაქემ იგი ბულგარეთში, ქალაქ ზლატოგრადთან ახლოს, როდოპის მთებში იპოვა. სკულპტურა ბრინჯაოსა და ვერცხლის ნაერთს წარმოადგენს.

ყარყატის თავი მოძრავია, რაც ბავშვს საშუალებას აძლევს, სათამაშოს “წყალი დაალევინოს”. ფრინველის სხეულს სამფეხის ფორმა აქვს, თვალები ნახევრად ძვირფასი ქვის, სარდიონისა ჩაუსვამთ, რომელიც ადგილზე მოიპოვება. ეს უცნაური ნივთი სულ ერთ უნციას, ანუ 30 გრამს იწონის.

სოფიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კრასიმირ ლეშტაკოვი აცხადებს, რომ 3 500 წლის წინანდელი სათამაშო ერთადერთი და უძველესი ნივთია ევროპაში, რომელიც გვიანი ბრინჯაოს ხანით თარიღდება.Bronze-Age-Thracian-Stork

ნიკოლაი ოვჩაროვი, არქეოლოგი: “ძნელია ითქვას, ზუსტად რისთვის გამოიყენებოდა ეს ნივთი, რადგან მსგავსი არტეფაქტი აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ. არ არის გამორიცხული, ყარყატს რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და გამოეყენებინათ თრაკიული ტომების რიტუალებში, მაგალითად, ნათელმხილველობისას. თუმცა, შესაძლოა ის ჩვეულებრივი ბავშვის გასართობი ნივთიც იყო”.

იმ ადგილას, სადაც ევროპის უძველესი სათამაშო იპოვეს, სპეციალისტებმა რამდენიმე სალოცავი და ქვის სამარხებიც აღმოაჩინეს.

სათამაშო ყარყატი ზლატოგრადში თრაკიულ დანასთან ერთად გამოფინეს, რომელსაც რიტუალური მსხვერპლშეწირვისას იყენებდნენ.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*