ენერგიული მონსერატი

ვულკანმა სუფრიერ–ჰილსმა კარიბული კუნძულის მონსერატის დიდი ნაწილი უკაცრიელად აქცია. მაგრამ იგივე გეოგრაფიულ ძალებს შეუძლიათ კუნძულისთვის საიმედო ენერგიის წყაროდ იქცნენ.

შეძლებს თუ არა კარიბის ზღვის ზურმუხტისფერი კუნძული გახდეს ნამდვილად მწვანე.

ვულკან სუფრიერ–ჰილსის ამოფრქვევიდან 20 წლის შემდეგ, როცა კუნძულის მოსახლეობის ორი მესამედი გადასახლდა, იგივე გეოგრაფიული ძალები შეიძლება კუნძულისთვის ძლიერი ენერგიის წყაროდ იქცნენ.

როგორც კარიბის რეგიონის კუნძულების უმრავლესობა, ეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია არსებობს ნავთობის და გაზის იმპორტის ხარჯზე. მაგრამ, როგორც სხვა კუნძულებზე, აქაც ვულკანური აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამიტომ გეოთერმული ტექნოლოგიების გამოყენება რთულდება.

ერთი ჭაბურღილის ღირებულება შეიძლება რამდენიმე მილიონი დოლარი იყოს.

გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ფინანსური დახმარებით ოკლენდის უნივერსიტეტის მკვლევარმა გრემ რაიანმა და ინჟინრების და მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაზვერეს ორი პერსპექტიული უბანი.

წინასწარი მონაცემებით, აქაური გეოთერმული ენერგია საკმარისი იქნება ელექტროქსელისთვის და შემდეგი მესამე ჭაბურღილის მშენებლობისთვის.

მიწისქვეშა რეზერვუარები, როგორც წესი წარმოადგენენ წყლით გაჯერებული წიაღისეულის რთულ სისტემას. ამიტომ მონსერატზე ბურღვა და აგრეთვე სხვა მცირე ანტილის კუნძულებზე ტექნიკურად რთული ამოცანაა.

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*