ეპოქა, როცა GPS არ იყო – ინტერნეტში 1587 წლის ატლასი გამოჩნდა

430 წლის წინ მილანში მსოფლიო ატლასი შეიქმნა, რომელიც იმ პერიოდის დღემდე არსებულ ატლასებს შორის ყველაზე ზუსტად ითვლება. ახლახანს უნიკალური დოკუმენტი გააციფრულეს და ქსელში დაიდო.

ამერიკელი ხელოვნების სპეციალისტი დევიდ რამსი 80–იანი წლებიდან ძველ რუკებს აგროვებს. 1996 წლიდან მან თავისი კოლექციის გაციფრულება დაიწყო. ამ კოლექციაში XVI-XXI საუკუნეების 150 000–ზე მეტი იშვიათი რუკაა: კედლის, ჯიბის, ხელნაწერი, საბავშვო, საზღვაო და სხვა.

2016 წელს გაჩნდა საიტი, რომელზეც ხელმისაწვდომი გახდა 6700 რუკა. ყველაზე ძველი ექსპონატები 1550 წლითაა დათარიღებული. საიტის შევსება ახალი მასალით გრძელდება. ახალი გამოქვეყნებულია 1587 წლის მსოფლიო ატლასი. იგი იტალიელმა კარტოგრაფმა ურბანო მონტიმ დაამუშავა, რომელიც მილანში დაიბადა და ცხოვრობდა. ატლასი 60 გვერდისგან შედგება. იგი დაწვრილებით და ფერადოვანი ილუსტრაციებით აღწერს XVI საუკუნის ევროპელებისთვის ცნობილ ტერიტორიებს.

“უნიკალური დოკუმენტი აერთიანებს მეცნიერებას, ხელოვნებას და ისტორიას” – აღნიშნავს რამსი. რუკა შექმნილია აზიმუტალური პროექციის ცენტრში ჩრდილოეთ პოლუსით. სპეციალისტებმა გაციფრულებისთვის გვერდები ისე გადაანაცვლეს, როგორც მერკატორის პროექციით შეიქმნებოდა. სწორედ ეს პროექცია გამოიყენება ჩვენს დროში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*