ერთჯერადი ჭურჭელი შუა საუკუნეებიდან

ერთჯერადი ჭურჭელი თანამედროვე სამყაროს გამოგონება არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს აღმოჩენა, რომელიც მეცნიერებმა ვიტენბერგის გერმანულ ციხესიმაგრეში მიმდინარე კვლევებისას გააკეთეს. გაირკვა, რომ ერთჯერად ჭურჭელს შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ. მათი ნარცენები ციხესიმაგრის ეზოში უხვად აღმოჩნდა, ცხოველების ძვლებსა და ჭურჭლის ნამსხვრევებთან ერთად.

მეცნიერები ამბობენ, რომ თიხის ეს თასები თავიდანვე ერთჯერადი გამოყენებისთვის იყო დამზადებული. ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ მდიდრები თუ მისცემდნენ. მათ ჰქონდათ სხვა ჭურჭელიც – ფაიფურის, სხვადასხვა ორნამენტებით შემკული. ამ ჭურჭელს, რა თქმა უნდა, უფრთხილდებოდნენ.

ვიტენბერგის ციხესიმაგრე ასკანიების თავადურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. წყაროებში იგი პირველად 1180 წელს იხსენიება. 1260 წლიდან ეს ციხესიმაგრე საქსონ–ვიტენბერგის ჰერცოგთა რეზიდენცია ხდება, 1293 წლიდან კი ქალაქის სტატუსს იძენს.

ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ვიტენბერგი მალე იქცა ერთ–ერთ ძლიერ სავაჭრო ცენტრად. მოგვიანებით ის ვეტინების სამეფო და თავადური საგვარეულოს მფლობელობაში გადავიდა. XV საუკუნეში კი საქსონიის კურფიურსტის, ფრიდრიხ III–ის რეზიდენცია იყო.

ფრიდრიხ III–ის დროს განახლდა ციხესიმაგრე და აიგო ეკლესიაც. სწორედ ამ ტაძრის კარზე, 1517 წელს მარტინ ლუთერმა გამოაკრა 95 თეზისი ინდუგენციით ვაჭრობის წინააღმდეგ და საფუძველი დაუდო რეფორმაციას.

1280px-Wittenberg_Market_square

ვიტენბერგი, ბაზრის მოედანი

tdih-oct31-HD_still_624x352

მარტინ ლუთერი 95 თეზისს ვიტენბერგის ტაძრის კარზე აჭედებს

220px-Hans_Burgkmair_d._Ä._005

სქასონიის კონფიურსტი ფრიდრიხ III

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*