ეროტიკული ფრესკა პომპეიში

პომპეიში მიაკვლიეს ეროტიკულ ფრესკას, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული. მასზე ლედა და გედია ასახული. ბერძნული მითოლოგიური სიუჟეტი, რომლის თანახმად, ზევსმა გედის ფორმა მიიღო და სპარტის დედოფალი ლედა აცდუნა, საუკუნეების განმავლობაში ხელოვანთა შთაგონების წყარო იყო.

როგორც ჩანს, ფრესკა პომპეის ცენტრში, ერთ–ერთი ფეშენებელური ვილის მეპატრონის საძინებლის კედელს ამკობდა. ის ქალაქის მეხუთე რაიონის გათხრისას, ცენტრალურ ქუჩაზე იპოვეს.

მასიმო ოსანა, პომპეის არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელი: “ლედას ვნებიანი მზერა საძინებელში შემოსული სტუმრისკენ იყო მიმართული. ამის გამოცაა ეს ფრესკა გამორჩეული.

ლედას და გედის მითი არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო, განსაკუთრებით, აღორძინების ეპოქაში. ამ თემაზე ლეონარდო და ვინჩისა მიქელანჯელოს ნამუშევრების დედნები დაკარგულია, თუმცა გალერეებში მათი ტილოების ასლებია შემონახული.

ლედასა და გედის ფრესკასთან ერთად, კედლის მხატვრობის კიდევ ერთი ნიმუშიც აღმოაჩინეს, რომელზეც ნაყოფიერების ძველბერძნული ღვთაება პრიაპოსია გამოსახული, თუმცა ეს ფრესკა საკმაოდ დაზიანებულია.

რომის იმპერიის ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქი პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ ახ. წ. 79 წელს განადგურდა. დღეს აქ ქალაქი–მუზეუმია, რომელსაც ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*