ეს რა არის? გალაქტიკის ცენტრში გიგანტური მოციმციმე ვარსკვლავი შენიშნეს

უზარმაზარი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენგან 25 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, 97%-ით ქვრება და შემდეგ ნელ-ნელა თავის სიკაშკაშეს უბრუნდება.

ასტრონომებმა გიგანტური მოციმციმე ვარსკვლავი შენიშნეს. ის, მზეზე 100-ჯერ დიდია და ირმის ნახტომის შუაგულში მდებარეობს. დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ვარსკვლავი VVV-WIT-08 რამდენიმე ასეულ დღეში ჩაქვრა 97%-ით და შემდეგ ნელა თავის პირვანდელ სიკაშკაშეს დაუბრუნდა. მოულოდნელი დაბნელება შესაძლოა, პლანეტით ან თანმხლები ვარსკვლავით იყოს გამოწვეული.

რადგანაც ვარსკვლავი ირმის ნახტომის ყველაზე მჭიდრო უბანში მდებარეობს, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ მის სიახლოვეს რომელიმე უცნობმა ობიექტმა ჩაიარა. მაგრამ მოდელირებამ აჩვენა, რომ ამ სცენარის განხორციელებისთვის აუცილებელია ბნელი სხეულების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა, რომლებიც გალაქტიკის გარშემო მოძრაობენ.

მსგავსი ვარსკვლავური სისტემა დიდი ხანია ცნობილია. გიგანტური ვარსკვლავი ყოველ 27 წელიწადში ბნელდება მტვრის უზარმაზარი დისკით. მაგრამ ის მხოლოდ 50%-ით მქრალდება.

მეორე ასეთი ვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს – ის თავისი კომპანიონი ვარსკვლავის მტვრით ყოველ 69 წელიწადში ბნელდება.

VVV-WIT-08 ტელესკოპმა Visible and Infrared Survey Telescope for Astronomy-მ (VISTA) აღმოაჩინა. ვარსკვლავის დასახელების პირველი სამი ასო (V) სწორედ ამ ტელესკოპის ხედვის არეალთან არის დაკავშირებული.

კიდევ უფრო საინტერესოა დასახელება WIT-ის წარმოშობა – რადგან ასტრონომებს ჯერ დანამდვილებით არ შეუძლიათ ამ მოვლენის ახსნა, მათ უბრალოდ შეარქვეს – “ეს რა არის?” (What it this?).

არსებობენ ცვალებადი ვარსკვლავები, რომლებიც ვერც ერთ დადგენილ კატეგორიაში ვერ ხვდებიან და მათ უბრალოდ What it this (WIT) ობიექტებს უწოდებენ.

ნამდვილად დაუდგენელია, როგორ გაჩდნენ ასეთი მოციმციმე გიგანტები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*