ვარსკვლავური ცის ახალ რუკაზე 25 000-ზე მეტი ზემასიური შავი ხვრელი დაიტანეს

ეს მსგავს რუკებს შორის ყველაზე დიდია.

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა ცის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც 25 000-ზე მეტი ზემასიური შავი ხვრელია აღნიშნული. ეს ვარსკვლავური ცის ყველაზე დეტალური რუკაა დღეისთვის.

რუკის შედგენის დროს LOFAR ანტენის მქონე 52 სადგურის მონაცემები გამოიყენეს. ისინი ევროპის 9 ქვეყანაშია გაფანტული. რუკაზე შავი ხვრელები თეთრი წერტილებით არის აღნიშნული. თითოეული მათგანი სხვადასხვა გალაქტიკაში მდებარეობენ.

გრძელი რადიოტალღების დიაპაზონში დაკვირვებებს იონოსფერო ართულებს. დედამიწის გარშემო არსებული ეს თავისუფალი ელექტრონების ფენა დაბინდული ლინზასავით მოქმედებს. ეს იმას წააგავს, როცა ჩვენ სამყაროს დანახვა გვინდა და წყლით სავსე აუზში ვყვინთავთ. როცა ზემოთ ვიყურებით, აუზის წყლის ტალღები სინათლის სხივებს გარდატეხს და დაკვირვებას ამრუდებს.

ახალი რუკა ჩრდილოეთის ცაზე 256 საათიანი დაკვირვების შედეგების გაერთიანებით მოხდა. მეცნიერებმა ახალი ალგორითმებიანი სუპერკომპიუტერები გამოიყენეს, რომლებიც ყოველ 4 წამში ერთხელ იონოსფეროს გავლენას კორექტირებას უკეთებენ.

რუკა ჩრდილოეთის ცის 4%-ს მოიცავს. ასტრონომები მუშაობას გააგრძელებენ მანამდე, სანამ ჩრდილოეთის ცის მთლიან რუკას არ შეადგენენ.

ზემასიური შავი ხვრელების გარდა, რუკა სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის შესახებაც იძლევა წარმოდგენას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*