ვეზუვის მიერ დანახშირებული ჰერკულანუმის გრაგნილების წაკითხვა შესაძლებელია

მეცნიერები ჰერკულანუმის დანახშირებული გრაგნილების წაკითხვას ახალი მეთოდიკით გეგმავენ. ძველრომაული ქალაქი ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად პომპეისთან ერთად განადგურდა.

97dedecb-613d-4bc1-9662-1de52fe43aca-703x1020

დანახშიებული გრაგნილი ჰერკულანუმიდან

1754 წელს, უძველეს ქალაქთან ახლოს, გათხრებისას ვილა აღმოაჩინეს, რომელიც მკვლევართა ვარაუდით, გაიუს იულიუს ცეზარის სიმამრს ეკუთვნოდა. ვილა მდიდარი იყო არა მხოლოდ ბრინჯაოს სკულპტურებით, არამედ შთამბეჭდავი ბიბლიოთეკით, რომელიც 1800–მდე გრაგნილს მოიცავდა. თუმცა საშინლად დამწვარი გრაგნილების გაშლა და წაკითხვა შეუძლებელი იყო. რამდენიმე მათგანი კი გაიშალა, მაგრამ წაკითხვის მცდელობისას კიდეც გაცამტვერდა.

ამ აღმოჩენიდან ორ–ნახევარი საუკუნის განმავლობაში გრაგნილების წაკითხვის ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. 2007–2012 წლებში კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორმა ბრენტ სეილსმა, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრის სპეციალისტ დანიელ დელატერთან ერთად, საფრანგეთის ინსტიტუტში დაცული გრაგნილების სტრუქტურა მიკროტომოგრაფიის გამოყენებით შეისწავლა. მათგან ერთ–ერთი ნეაპოლის მეფემ აჩუქა ნაპოლეონ ბონაპარტს 1802 წელს. სკანირებით გაირკვა, რომ ერთის სიგრძე 11 მეტრია, მეორისა – 14,9 მეტრი. თუმცა ეს მეთოდი ასო–ნიშნების ამოსაცნობად საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმეს ის ართულებდა, რომ მელანი, რომლითაც პაპირუსზე დაწერეს, ნახშირისგან იყო დამზადებული და დამწვარი გრაგნილების ფონზე აღარ ჩანდა.

 

ახლახან კი, იტალიის ნაციონალური სამეცნიერო საბჭოს მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ვიტო მოცელა ხელმძღვანელობს, გრაგნილზე ასო–ნიშნების წაკითხვა რენტგენული ტომოგრაფიის დახმარებით მოახერხა.

რენტგენის სხივების სიჩქარე იცვლება იმის მიხედვით, რამდენად გლუვია ზედაპირი. ნახშირისგან დამზადებული მელანი კი პაპირუსს სრულად არ გაჯდომია და ზედაპირის ბოჭკოებზე დარჩა. ასო–ნიშნების მიკრორელიეფი საკმარისი აღმოჩნდა, რომ რენტგენის სხივების კონტრასტი აღექვათ.

images (1)

პაპირუსების ვილა

შედეგად, მეცნიერებმა ერთ–ერთი გაშლილი პაპირუსის ფრაგმენტზე ბერძნული მთავრულით დაწერილი ორი სიტყვა ამოიკითხეს ΠIΠTOIE – უნდა დაეცეს და EIΠOI – უნდა თქვას. გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა დამწვარი გრაგნილის ტექსტის გაშიფვრაზე მუშაობა. მათ დანახშირებული გრაგნილის სხვადასხვა უბანზე ბერძნული ანბანის ოცდაოთხივე ასოს პოვნა შეძლეს.

ამის მიუხედავად, რომ ექსპერიმენტის შედეგი მხოლოდ ახალი მეთოდის შესაძლებლობას აჩვენებს, იტალიელი სპეციალისტები იმედს არ კარგავენ, რომ პაპირუსების ტექსტების სრულად წაკითხვას შეძლებენ. ამასთან, მელნის ქიმიური შემადგენლობის დადგენასაც მოახერხებენ და ამით სკანირების შედეგებს გააუმჯობესებენ.

თუ გრაგნილების წაკითხვა მართლაც მოხერხდა, პაპირუსების ვილის გათხრები გაგრძელდება.

მეცნიერების მიერ უკვე გაშიფრული პაპირუსები შეიცავს ეპიკურეისტული ფილოსოფიის ტექსტებსაც, რომლის ავტორიც ფილოდემუსია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაუშიფრავ პაპირუსებში შესაძლებელია არისტოტელეს, სოფოკლეს , ევრიპიდეს, ესქილეს დაკარგული თხზულებებიც იყოს. აქ ადრექრისტიანული ტექსტების არსებობასაც არ გამორიცხავენ.

 

წყარო: ისტორიანი

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*