ვენერა და იუპიტერი 30 ივნისს ერთმანეთს შეხვდებიან

ივნისში, ღამის ცავარსკვლავების დამკვირვებლებს უჩვეულო სანახაობას შესთავზებს: ვენერა და იუპიტერი ისე მიუახლოვდებიან ერთმანეთს, რომ ცაზე გამოჩნდებიან როგორც მბრწყინავი ორმაგი ვარსკვლავი.

ვენერას და fd4da968b722522ee21b57ba030e7443იუპიტერის დაკვირვება ღამის ცის დასავლეთ ნაწილში ტელესკოპის გარეშეც შესაძლებელია. ამ დღეებში ისინი ისინი ისე ახლოს არიან განთავსებული ერთმანეთთან, რომ მათი დამალვა მზერიდან შესაძლებელია რამდენიმე თითით. 20 ივნისს პლანეტებს “შეუერთდათ” მთვარეც, რამაც ერთგვარი სამკუთხედი შექმნა. თვალით ისე ჩანს, თითქოს ციური სხეულები მართლაც გვერდიგვერდ არიან, მაგრამ ასე არ არის: მთვარე დედამიწისგან დაშორებულია დაახლოებით 400 ათასი კილომეტრით. ვენერასთვის და იუპიტერისთვის ეს მანძილი შესაბამისად 90 მილიონი და 890 მილიონი კილომეტრია.

30 ივნისიდან 2 ივლისამდე ვენერა და იუპიტერი გამოჩნდებიან, როგორც ერთი დიდი ვარსკვლავი. ას3cd6ba9c0a9f0493af700c107380b7ddეთი მოვლენა შემდეგ 2016 წლის აგვისტოში განმეორდება. კოსმოსური სივრცის კვლევის და საჰაერო ნავიგაციის ნაციონალურმა სამმართველომ (NASA) ვიდეორგოლი გაუშვა, რომელიც ივნისის თვეში პლანეტების განლაგებას ასახავს.

ამ მოვლენის დანახვა შესაძლებელია დღისითაც. ვენერა სიკაშკაშით მესამეა მზის და მთვარის შემდეგ დედამიწის ცაზე. ის დღის ნათელ ცაზეც ხშირად ჩანს. იუპიტერთან ერთად ის 30 ივნისს ჩვეულებრივზე უფრო კაშკაშა იქნება.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*