ვენერა, ტრიტონი თუ იო: NASA Discovery-ის ფარგლებში ერთ-ერთ მისიას შეარჩევს

გამარჯვებული 2021 წელს გამოვლინდება.

პროგრამა Discovery NASA-მ 1992 წელს გაუშვა. კოსმოსური სააგენტო ერთ-ერთ პროექტს შეარჩევს, რომელიც მზის სისტემის სხვადასხვა ობიექტებს შეისწავლის.

აღნიშნული პროექტები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: მისიის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 450 000 000 დოლარს და აპარატის შემუშავება და შექმნა დიდ დროს არ უნდა საჭიროებდეს.

ახალი კონკურსი გასულ წელს დაიწყო: NASA-მ 16 კანდიდატიდან 4 პროექტი შეარჩია. თითოეული მათგანის შემქმნელები 3 000 000 დოლარს მიიღებენ 9 თვის განმავლობაში, მისიების შემდგომი დამუშავებისთვის.

ფინალში 2 პროექტი გავა, ხოლო საბოლოო არჩევანი მომავალ წელს გაკეთდება. ნახევარფინალში გავიდნენ: ვენერას ორბიტიდან და გამშვები აპარატიდან შემსწავლელი პროექტი და ნეპტუნის თანამგზავრ ტრიტონიდან და იუპიტერის თანამგზავრ იოსთან საპლანეტაშორისო სადგურების გაშვების პროექტები.

გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერების მისიის DAVINCI-ის მიზანია ვენერას ატმოსფეროს შესწავლა. ზონდი პლანეტის ზედაპირზე პარაშუტით უნდა დაეშვას და შეეცდება ატმოსფეროში კეთილშობილი გაზების აღმოჩენას, მაგალითად ქსენონის. ეს დაეხმარება მეცნიერებს ვენერას ვულკანური და ჰიდროლოგიური წარსულის შესწავლაში.

ინსტრუმენტები ზონდზე დაცული იქნება პლანეტის ექსტრემალური ტემპერატურის და წნევისაგან.მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენად ახლოს მივა აპარატი ვენერას ზედაპირთან.

ვენერაზე მეორე მისიას სახელი VERITAS ეწოდა. ამ ორბიტალურმა სადგურმა ვენერას ზედაპირის რადიოლოკაციური და ინფრაწითელი რუკები უნდა შეადგინოს და სამგანზომილებიანი მოდელი უნდა შექმნა. მისი ამოცანაა, ასევე, პლანეტის ტემპერატურის, გრავიტაციული ველის გაზომვა და ვულკანური აქტივობის აღმოჩენა. მისია VERITAS-ი მისია DAVINCI-ის კონკურენტია, რადგან ის ვენერას ატმოსფეროსაც შეისწავლის.

Io Volcano Observer (IVO) იუპიტერის თანამგზავრ იოს შესასწავლად არის მიმართული. გაზის გიგანტის ეს მთვარე ვულკანურად ყველაზე აქტიური სხეულია მთელს მზის სისტემაში.

ზონდის ამოცანაა თანამგზავრის ზედაპირის, მისი ვულკანებისა და ლავის ნაკადების შესწავლა. მისია 5 წელს გაგრძელდება და ამ პერიოდში ზონდი 10-ჯერ შემოუვლის იოს.

მეოთხე მისია Trident-ი ტრიტონს შეისწავლის. ტრიტონი ნეპტუნის უნიკალური და ძალიან აქტიური ყინულოვანი თანამგზავრია. მას მზის სისტემაში ყველაზეახალგაზრდა გეოლოგიური ზედაპირი აქვს. ზონდი Trident-ი შეეცდება გაარკვიოს, აქვს თუ არა ტრიტონს ზედაპირის ქვეშა ოკეანე და იონოსფერო.

ადრე პროგრამა Discovery-ის ფარგლებში გაშვებული იყო ისეთი პროგრამები, როგორიცაა კოსმოსური ტელესკოპი Kepler-ი, Lunar Reconnaissance Orbiter-ი და აპარატი InSight-ი, რომელიც ამჟამად მარსზე იმყოფება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*