ვერსია: დედამიწის შეჯახება ტეიასთან

ახალი კვლევები უარყოფენ პოპულარულ ჰიპოთეზას, რომ მთვარე არის პლანეტა ტეიას ნამსხვრევი, რომელიც ოდესღაც დედამიწას შეეჯახა.

გავრცელებული აზრის მიხედვით, მთვარე 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა პლანეტა ტეიას დედამიწასთან შეჯახების შედეგად. ე. ი. დედამიწის წარმოშობიდან 100 მილიონი წლის შემდეგ. ციური სხეულები შეეჯახნენ შეხების ტრაექტორიაზე, რის შედეგადაც ტეია გაიხლიჩა. ერთ–ერთი ნამსხვრევი დედამიწის გრავიტაციამ შეაჩერა და მთვარედ იქცა.

მაგრამ, ახლა ლოს–ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს მთვარის ბრუნვის 7 ნიმუში და დედამიწის მანტიის 6 ქანი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ჟანგბადის იზოტოპების მენიკალური შეფარდება მთვარეზე ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენ პლანეტაზე.

ეს ნიშნავს, რომ მთვარე ვერაფრით ვერ იქნება ტეიას ნამსხვრევი. შესაბამისად, შეხებითი შეჯახების ჰიპოთეზა მთლად სწორი არ არის. უფრო დამაჯერებელია, რომ დედამიწის შეჯახება ტეიასთან იყო პირდაპირი, თანაც ისეთი სიძლიერის, რომ შეჯახების შედეგად ორი კოსმოსური სხეული შეერთდა და ერთი პლანეტა წარმოშვეს. მას კი შემდგომში მოსტყდა ნატეხი, რომელიც მთვარედ იქცა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*