ვიდეო: ვალსი გორილას შესრულებით

დამთვალიერებლებმა ბრიტანეთის ზოოპარკში გადაიღეს ვიდეო, სადაც გორილა სრულიად მარტო ცეკვავს ვალსს.

ლესტერში, თვაიკროსის ზოოპარკში საოცარი გრაციოზულობა აჩვენა სამი წლის მამრმა გორილამ მეტსახელად ლოუპმა – ჩალით სავსე გალიაში წარმოსახვით პარტნიორთან იცეკვა ვალსი.

ლოუპი დაიბადა 2013 წლის იანვარში ზოოპარკში. ბიოლოგები განმარტავენ, რომ ახალგაზრდა დასავლეთის დაბლობის გორილა ექვსი წლის ასაკში ძალიან ჰგავს ბავშვს. ცეკვა, როგორც თამაშის ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მათი ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*