ვიდეო: ინდოეთში ლეოპარდი სკოლაში შეიჭრა

ბანგა ლორის სკოლაში ველურმა ლეოპარდმა სკოლაში შეაღწია და ექვსი ადამიანი დააზიანა.

ეს მოხდა შაბათს, 7 თებერვალს. 8 წლის ხვადი ლეოპარდის შეპყრობას 10 საათი დასჭირდა. ლეოპარდი კუთხეში მიიმწყვდიეს და ტრანკვილიზატორით დააძინეს.

მხეცი ერთ–ერთ ადგილობრივ ნაციონალურ პარკში გადაიყვანეს. დაშავებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლეოპარდების და სხვა გარეული კატების გამოჩენა ინდოეთში დასახლებულ ადგილებში პირველად არ ხდება. მაგალითად, 2015 წელს რაჯასტანის ერთ–ერთ სოფელში ადამიანებმა დაიხსნეს ლეოპარდი, რომელსაც თავი ლითონის ქოთანში გაეჭედა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*