ვიდეო: მონსტრი “გიგანტური პირანია” დაიჭირეს მდინარე კონგოში

2011 წელს, მდინარე კონგოში დაიჭირეს გიგანტური ვეფხვისებრი თევზი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც გიგანტური პირანია. იგი სიგრძეში 152 სანტიმეტრის, ხოლო წონით 70 კილოგრამამდე იყო. ეს არის ვეფხვისებრი თევზის უდიდესი წარმომადგენელი, რომელსაც ხანჯლებივით კბილები აქვს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არის ერთადერთი თევზი, რომელსაც ნიანგების არ ეშინია. მეტიც, მომცრო ზომის ნიანგებს ჭამს კიდეც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანსაც კი დასხმია თავს. გამოირჩევა ელვისებური სისწრაფით, შესანიშნავი მხედველობით და დაბალი სიხშირის ვიბრაციის მაღალი გრძნობით. ვეფხვისებრი თევზი (Hydrocynus vittatus) გვხვდება აფრიკის ბევრ მდინარეში და ტბაშიდა არის ერთერთი ყველაზე სასტიკი მტაცებელი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებით დიდი კბილებით.

ეს ეგზემპლარი, რომელიც ბრიტანელმა მეთევზემ ჯერემი უეიდმა დაიჭირა არის გიგანტური ზომის, რომელიც აქამდე არავის უნახავს. გიგანტური ვეფხვისებრი თევზი (Hydrocynus goliath) ზრდასრული 70 კილოგრამს აღწევს. ჯერემი უეიდი მონაწილეობს Animal Planet–ზე მონსტრების შოუში.

tigerfish

digitaljournal.com–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*