ვიდეო: როგორ იქცევიან მთვრალი თევზები

პატარა თევზებს, დანიო–რერიოებს ხშირად იყენებენ ლაბორატორიულ ცდებში. მეცნიერებმა მათი საშუალებით ალკოჰოლის ზემოქმედების შესწავლა გადაწყვიტეს და ექსპერიმენტის შედეგები ვიდეოზე გადაიღეს.

პოპულარულმა აკვარიუმის თევზებმა დანიო–რერიოებმა (Danio rerio) მეცნიერებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს: უამრავი აღმოჩენა სწორედ მათზე ჩატარებული ცდების შედეგად მოხდა. ამ თევზების ემბრიონები კვერცხიდან ლიფსიტამდე სტადიას 3 დღეში გადიან. ისინი გამჭვირვალეები და ძალიან ამტანები არიან. ისინი დედის გარეშე ვითარდებიან, რაც მათზე დაკვირვებას ძალიან აადვილებს.

მიუხედავად ადამიანსა და თევზებს შორის სუსტი მსგავსებისა, ბევრი, კერძოდ გულ–სისხლძარღვთა  სისტემები დაბალმოლეკულურ შენაერთებთან ერთნაირად ურთიერთქმედებენ. გენური ინჟინერიით მუშავდება დანიო–რერიოს ხაზები, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა დაავადების იმიტირებას ახდენენ. და ბოლოს, დანიო–რერიო თევზების იმ სახეობას მიეკუთვნება, რომლებიც ორბიტალურ კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდნენ.

ნიუ–იორკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეისწავლეს ქცევის ცვლილებები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მათ დანიო–რერიოებს წყალში შეურიეს ეთილის სპირტი სხვადასხვა კონცენტრაციით – 0,25%–დან 1%–მდე. ამის შემდეგ შემთვრალი თევზები გადაიყვანეს სუფთა წყლის კონტეინერებში და “გამოაფხიზლეს”. ადრე ასეთი ექსპერიმენტები ტარდებოდა, მაგრამ თევზების ჯგუფებზე. ამჯერად ცდა თითო–თითო თევზზე ჩაატარეს. ცდის მიზანი იყო ფხიზელი და მთვრალი არსებების ურთიერთობის შესწავლა.

გაირკვა, რომ მინიმალური დოზის დროს “მთვრალი” თევზი “ფხიზელ” მოძმეებთან თავს კომფორტულად გრძნობს: 0,5% ეთანოლი მას აიძულებს მოშორდეს “კოლექტივს”, ხოლო გაზრდილი კონცენტრაციის დროს (1%) მას არ შეუძლია იურთიერთოს სხვა თევზებთან.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მოდელების საშუალებით შეიძლება ადამიანის მიერ სპირტიანი სასმელების მოხმარების დროს სოციალური ქცევის ნორმების ცვლილებების შესწავლა. ეს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*