ვიდეო: NASA-მ პლუტონი გააფერადა, რომელიც “მიცურავს”

NASA–ს სპეციალისტების მიერ შექმნილი ახალი ვიდეო პლუტონს არაჩვეულებრივ ფერებში და “მცურავ” მდგომარეობაში გვიჩვენებს. კადრები მიღებულია ივლისში New Horizons–ის სადგურიდან.

ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა New Horizons-მა დედამიწა 2006 წელს დატოვა. პლუტონზე დაკვირვება დაიწყო 2015 წლის იანვარში. 14 ივლისს სადგურმა ჯუჯა პლანეტას რეკორდულად ახლო მანძილზე, 12 500 კილომეტრზე გადაუფრინა. 9 დღის განმავლობაში მან მოაგროვა 50 მბ ინფორმაცია. მონაცემთა პაკეტი დღემდე მოდის დედამიწაზე. მეცნიერებს პირველად მიეცათ პლუტონზე ამდენი ინფორმაციის მიღების საშუალება.

ახალი ვიდეო ინფრაწითელი სპექტრით LEISA–თია (Linear Etalon Imaging Spectral Array) გაკეთებული, რომელიც ტელესკოპ Ralph–ზეა დაყენებული. გამოსახულება ინფრაწითლიდან გადაყვანილია ხილულ სპექტრზე, ჩანაწერი კი 17–ჯერ არის აჩქარებული. ეს ვიდეო ახალი დეტალების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. დადასტურდა ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე წყლის ყინულის არსებობა.

7d69e337d3ada8055d1497379307c67f

5feb048817a96a30694086c8f2a2a9cd

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*