ვიეტნამის ომის უცნობი მხარე

კაცობრიობის უდიდესი ნაწილისთვის ვიეტნამის ომი რამდენიმე საკულტო ფოტოსურათთან არის გაიგივებული (ესენია, მაგალითად, ედი ადამსის “ვიე ტკონგელი მებრძოლის დასჯა”, ნიკ უტის “9 წლის კიმ ფუკი ნაპალმს გაურბის”, მალკოლმ ბრაუნის “თიჩ ქუანგ დუკი თავს იწვავს საიგონში”).

ეს სურათები დასავლელმა ფოტოგრაფებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა გადაიღეს, რომლებიც ამერიკულ და სამხრეთ ვიეტნამის ჯარებთან ერთად იმყოფებოდნენ.

მაგრამ ჩრდილოეთ ვიეტნამელებსა და ვიეტ კონგელებს ასობით თავისი ფოტოგრაფი ჰყავდათ, რომლებიც ყველაზე საშიშ სიტუაციებშიც კი, ფაქტობრივად, ომის ყველა ასპექტის დოკუმენტირებას ცდილობდნენ. თითქმის ყველა მათგანი თვითნასწავლი იყო, ისინი მუშაობდნენ ვიეტნამის ახალი ამბების სააგენტოში, ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიასა და ეროვნული გათავისუფლების ფრონტში, სხვადასხვა გაზეთებში. მასალების სიძვირის მიუხედავად, ფირებს ბევრი სხვაც აგზავნიდა ანონიმურად ან ფსევდონიმით – ისინი თავს მასშტაბური ბრძოლის ნაწილად მიიჩნევდნენ.

დაბომბვის, სროლის, გამუდმებით დაღუპვის საშიშროების წინაშე მყოფი ფოტოგრაფები აფიქსირებდნენ საბრძოლო მოქმედებებს, სამოქალაქო ცხოვრებას, ჯარების მანევრებს, წინააღმდეგობის მოძრაობას მეკონგის დელტაში თუ ომის საშინელებებს.

ზოგის ფოტოაპარატი იარაღი იყო პროპაგანდისტულ ომში, ხოლო ფარულად მსროლელი ფოტოგრაფი ვო ანხ ხანი კი თავისი ფოტოსურათების ჰანოიში გადაცემას ვერასდროს ახერხებდა და მათ მეკონგის დელტის ჭაობებში ფენდა – წინააღმდეგობის სულის განსამტკიცებლად.

ბევრი ფოტო თვით ვიეტნამშიც კი არ უნახავთ. 1990-იან წლებში ფოტოჟურნალისტებმა ტიმ პეიჯმა და დაგ ნივენმა გადარჩენილი ფოტოგრაფების მოძიება დაიწყეს. ზოგს მთელი პაკეტი აღმოაჩნდა გამოუყენებელი ნეგატივებით, შენახული ფირები სხვებმაც გამოაჩინეს, მათ შორის ვო ანხ ხანმა. საბოლოოდ, წიგნში “სხვა ვიეტნამი:ომის ფოტოსურათები” 180 რჩეული კადრი შევიდა.

ედი ადამსის ვიეტ კონგელი მებრძოლის დასჯა

ედი ადამსის “ვიეტ კონგელი მებრძოლის დასჯა”

ნიკ უტის 9 წლის კიმ ფუკი ნაპალმს გაურბის

ნიკ უტის “9 წლის კიმ ფუკი ნაპალმს გაურბის”

მალკოლმ ბრაუნის თიჩ ქუანგ დუკი თავს იწვავს

მალკოლმ ბრაუნის “თიჩ ქუანგ დუკი თავს იწვავს”

Leave a comment

Your email address will not be published.


*