ვიკინგები – ლაშქრობები დედაწნულით?!

Oseberg-Viking-ship

გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ახალი მიწების კოლონიზაციაში ვიკინგი ქალებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ოსლოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დნმ–ის ანალიზით გაარკვიეს, რომ მეკობრისა და დამპყრობლის იმიჯს მიღმა, ვიკინგები ერთგული მეოჯახეებიც იყვნენ.

ვიკინგებს მეუღლე და შვილები ყველგან თან დაჰყავდათ, მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები და მისდევდნენ ვაჭრობას.

მანამდე მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ ახალი მიწების კოლონიზაციისას ვიკინგები ადგილობრივ ქალებს იტაცებდნენ და ცოლად ირთავდნენ.

ამ თეორიის გასაბათილებლად ნორვეგიელ ბიოლოგთა ჯგუფმა, რომელსაც ერიკა ჰაგელბერგი ხელმძღვანელობდა, მასშტაბური კვლევა მოაწყო.

მეცნიერებმა ნორვეგიის ტერიტორიაზე ნაპოვნი, ვიკინგების 796–1066 წლებით დათარიღებული 45 ნეშტი შეისწავლეს. ბიოლოგებმა მოტოქონდრიული დნმ გამოიკვლიეს (მოტოქონდრიულ დნმ–ში კოდირებული ინფორმაცია დედისგან გადაეცემა როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს, მაგრამ ამ ინფორმაციის გადაცემა შემდეგი თაობისთვის მხოლოდ ქალებს შეუძლიათ).

მეცნიერებმა ძველი ვიკინგების გენეტიკური მასალები თანამედროვე ევროპელთა მიტოქონდრიული დნმ–ის 5191 ნიმუშს, ასევე მანამდე შესწავლილ ისლანდიელების დნმ–ის 68 ნიმუშს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ ძველი ნორვეგიელებისა და ისლანდიელების დნმ დედის ხაზით ფაქტობრივად ისეთივეა, როგორიც თანამედროვე ჩრდილოატლანტიკური ერების: შვედებიWikingerს, შოტლანდიელებისა და ინგლისელების. თუმცა ძველი ნორვეგიელების მიტოქონდრიული დნმ ყველაზე ახლოსაა ორკნეის, შეტლანდისა და შოტლანდიის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის დნმ–თან. სკანდინავიასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს კუნძულები მდებარეობს.

იან ბილი, არქეოლოგი: “ირკვევა, რომ ვიკინგების ქალებს გაცილებით მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ კოლონიზაციის პროცესში, ვიდრე ადრე მიიჩნევდნენ. ნათელია, რომ როდესაც ვიკინგები ეპიზოდურად ძარცვავდნენ ხომალდებს, ოჯახი თან არ მიჰყავდათ, მაგრამ როცა დამპყრობლურმა ლაშქრობებმა რეგულარული სახე მიიღო, მათ ოჯახებთან ერთად დაიწყეს მოგზაურობა”.

ერიკა ჰაგელბერგი, სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი: “ეს აღმოჩენა აცამტვერებს ვიკინგებზე XIX საუკუნეში ჩამოყალიბებულ წარმოდგენას, რომ ისინი თავდამსხმელები და მძარცველები იყვნენ, ვიკინგები აფუძნებდნენ სოფლებს, მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები და ვაჭრობაც მათთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო”.

მეცნიერები არ უარყოფენ, რომ ვიკინგი მეომრები სისასტიკით მართლაც გამოირჩეოდნენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ისინი საუკეთესო მეოჯახეები იყვნენ. კოლონიზაციის პროცესში კი ახალ მიწაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვსაც აშენებდნენ და საოჯახო მეურნეობას მეუღლესთან და შვილებთან ერთად უძღვებოდნენ.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*