ვიკინგებს ქრისტიანობა შესაძლოა უფრო ადრე მიეღოთ, ვიდრე აქამდეა მიჩნეული

განძის ახალბედა მაძიებლის შემთხვევითმა ნაპოვნმა შესაძლოა დანიის ისტორია შეცვალოს.

დანიის ქალაქ აუნსლევის მცხოვრებმა, დენის ჰოლმმა, გარეუბანში ხეტიალისას ლითონის საძიებელი აპარატით, შემთხვევით მიწაში რაღაც უჩვეულო აღმოაჩინა – ჯვრის ფორმის ოქროს საკიდი ადამიანის გამოსახულებით. 4,1 სანტიმეტრის სიგრძის და 13,2 გრამის წონის სამკაული მორთულია უწმინდესი ოქროს ძაფებით და მძივებით.

ჰოლმმა ნაპოვნი ნივთი მუნიციპალურ მუზეუმში მიიტანა, სადაც ის ნამდვილ სენსაციად აღიარეს. არქეოლოგებმა განსაზღვრეს, რომ საკიდი არის X საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარცმა. ის შესანიშნავად არის შემონახული – იმ პერიოდის ქრისტიანულ არტეფაქტებს შორის საუკეთესოდ. ითვლება, რომ დანიელმა ვიკინგებმა ქრისტიანობა მიიღეს X საუკუნის ბოლოს – XI საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ახლა აშკარაა, ეს უფრო ადრე მოხდა.

თუმცა ვიკინგები ნამდვილად არ იყვნენ თავგადაკლული ქრისტიანები: ისინი რელიგიას როგორც გარდაუვალ ბოროტებას ისე აღიქვამდნენ. მასობრივი ნათლობის მიზეზი ქრისტიანულ ევროპასთან ვაჭრობა იყო, სადაც წარმართებს უნდობლად უყურებდნენ.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*