ვინ დაადგა ვიკინგს რქები

გოლიათი ვიკინგის სახე რქებიანი მუზარადით მხოლოდ სკანდინავიელი მხატვრების გამოგონილია.

უკვე მეორე წელია მa2c649dc272fcdc55ec79b4af8dd2c76თელი მსოფლიო ელოდება კანადურ–ირლანდიური სერიალის “ვიკინგების” ახალ სერიებს. მეორე წელია, სერიალის გმირები ლეგენდარული რქებიანი მუზარადების გარეშე არიან. სერიალი ცნობილია თავისი სკრუპულოზური დამოკიდებულებებით ისტორიული რეკონსტრუქციების მიმართ. აქ მოწვეულნი არიან დუბლინის ტრინიტი–კოლეჯის ექსპერტები. მხატვარი ჯოან ბერგინი, სარწმუნოდ აღადგენს ვიკინგების გარეგნობას, ავთენტური ტექნოლოგიების გამოყენებით. “პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა”, – ამბობს ჯოანი – “ამიტომ გვიწევს ისეთი წვრილმანების გამოყენება, როგორიცაა ვიკინგების ფიტულები და ქსოვილების ფრაგმენტები. მე ვცდილობ გარკვევას, რა მასალები და ინსტრუმენტები გამოიყენებოდა მაშინ”.

ამიტომაც, ვიკინგების თავებზე არც ერთი რქებიანი მუზარადი არ არის. მიუხედავად მდიდარი სამარხების აღმოჩენისა, მთლიანი მუზარადი მხოლოდ ერთხელ იპოვეს. ის რქების გარეშეა. “რთული სათქმელია, ვიკინგები ბრძოლაში ატარებდნენ თუ არა მუარადს, თუ ეს მხოლოდ სტატუსის საკითხია” – ამბობს პროფესორი ენდრიუ ჯენინგსი, შოტლანდიელი სპეციალისტი.

რქებიანი მუზარადები გამოიგონეს სკანდინავიელმა მხატვრებმა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. შვედი ავგუსტ მალმსტერი, თავის იდილიურ პეიზაჟებზე ხატავდა თავის წინაპრებს, რქებიან მუზარადებში. 1876 წელს, კარლ ამილ დოპლერმა ამ ნახატების მიხედვით შექმნა, მოოქროვილი რქიანი მუზარადები, ვაგნერის ოპერა “ნიბელუნგების ბეჭდის” პერსონაჟებისთვის. ასე შეიქმნა გოლიათი ვიკინგის სახე, ხარის რქებით შემკული მოოქროვილი რკინის მუზარადით.

National geographic-ის  მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*