ვინ იყვნენ სკვითები?

1007785-Hérodote

ჰეროდოტე

პრირველი ცნობები სკვითების შესახებ ძველ ბერძნულ წყაროებში გვხვდება. ისინი ისტორიის ასპარეზზე გამოჩნდნენ 2500 წლის წინ, როდესაც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე ბერძნებმა კოლონიების დაარსება დაიწყეს.

ჰეროდოტეს თავად უმოგზაურია ამ მხარეებში. ტავისი “ისტორიის” IV წიგნი მან მთლიანად სკვიუს ფლაკუსი (“არგონავტიკა”), პლანიუს უფროსი და სხვები.

სკვითები მომთაბარეობდნენ ევროპა–აზიის უზარმაზარ ტერიტორიაზე – ბულგარეთ–რუმინეთიდან ანატოლიისა და ირანის გავლით ტიან–შანის მთისწინეთის, მთიანი ველების, ჰინდიკუშის, ალთაისა და საიანის ტერიტორიების ჩათვლით. რეგიონების მიხედვით მათ სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ.

ეთნიკური წარმომავლობა

Scythia-Parthia_100_BC

სკვითია და პართია

სკვითები ინდოევროპული ოჯახის ინდო–ირანულენოვანი ჯგუფის ხალხია. მათი ეთნიკური ჩამოყალიბება I ათასწლეულის პირველივე საუკუნეებიდან იწყება. ფიზიკურად ახოვნები, ქერათმიანები და ცისფერთვალები ყოფილან. მათს ენასთან ყველაზე ახლოს ოსური უნდა იყოს.

ჰეროდოტე სკვითების წარმოშობის ორ ვერსიას გვთავაზობს: ერთი ვერსიით, ისინი ზევსისა და ბორისთენეს (დნეპრის) ქალიშვისლი ქორწინებით წარმოიშვნენ; მეორე ვერსიით სკვითებში მოხვედრილი ჰერაკლე ფანტასტიკურ არსებას – ექიდნას – ნახევრად ქალსა და ნახევრად გველს შეხვედრია. სწორედ მათ სამ ვაჟიშვილს მიუცია დასაბამი სკვითური ტომებისთვის.

სკვითური პანთეონი

ჰეროდოტეს გადმოცემით, სკვითურ პანთეონში შვიდი ღმერთი შედიოდა. იერარქიის უმაღლეს საფეხურზე ტაბიტი იდგა, შუა საფეხურზე – პაპაი და აპი, ქვედაზე – იოჰტოსირი და არგიმპასა. ბოლოს ჰეროდოტე ახსენებს კიდევ ორ ღმერთს, რომელთა სკვითური სახელები მისთვის უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*