ვინ იყო ჯეკ მფატრავი? 6 სავარაუდო ეჭვმიტანილი

ჯეკ მფატრავი, ლეგენდარული სერიული მკვლელი, რომელმაც ლონდონში, ვაითჩაპალის ოლქში, 1888 წელს მინიმუმ 5 ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოძიება 1892 წელს დაიხურა. მიუხედავად ამისა ისტორიკოსები, კრიმინოლოგები და მოყვარული მკვლევარები კვლავაც ცდილობენ მისი ვინაობის დადგენას. სავარაუდო კანდიდატთა სია კი ძალიან ვრცელია. ის ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება.

1. კარლ ფეიგენბაუმი

ერfeigenbaumთ–ერთი გადამდგარი ინგლისელი დეტექტივის ვერსიით, ჯეკი იყო გერმანელი მეზღვაური სახელად კარლ ფეიგენბაუმი, რომელმაც 1894 წელს მოკლა ნიუ იორკელი ქალი. ყოფილი დეტექტივი ტრევორ მარიოტი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ვაითჩაპელთან ახლოს, ორი სავაჭრო გემი ატარებდა ოპერაციას და მეზღვაურები ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივ საროსკიპოებს. (მფატრავის სამიზნეები მეძავები იყვნენ). მან ასევე აღნიშნა ჯეკ მფატრავის მკვლელობების და ფეიგენბაუმის მიერ ჩადენილი მკვლელობის მსგავსება, რომელიც ექვსი წლის შემდეგ ჩაიდინა.

2. პრინცი ალბერტ ვიქტორი

ერთ–ერAlbert_Victor_late_1880sთი ყველაზე საინტერესო და სენსაციური კანდიდატი პრინცი ალბერტ ვიქტორია, ედუარდ VII–ის ვაჟი და დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი. პრინცი გარდაიცვალა 28 წლის ასაკში გრიპის შედეგად. 1970 წელს, ბრიტანელმა ექიმმა თომას სთოუველმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის წევრმა ჩაიდინა მკვლელობა სიფილისის ნიადაგზე, რომელიც მას სტანჯავდა. ეს საკმაოდ საეჭვო ბრალდება ქარიშხალივით გავრცელდა საერთაშორისო პრესაში. ზოგიერთი თანამედროვე თეორიტიკოსი დღემდე აგრძელებს ამ ვერსიის შესწავლას, რომ შესაძლოა პრინცი ყოფილიყო ყველაზე ცნობილი მკვლელი ისტორიაში. ოფიციალური ჩანაწერები, გაზეთები და სხვადასხვა წყაროები არსად მიუთითებენ, რომ პრინცი რომელიმე მოკლულთან დაეფიქსირებინათ.

3. ჯონ დრუიტი

1888 წლDruitt2ის 9 ნოემბერს, როდესაც მეხუთე და ბოლო მკვლელობა მოხდა, ოქსფორდელი იურისტი იპოვეს მდინარეში, რომელსაც ჯიბეები ქვებით ჰქონდა გავსებული. გამომძიებლების ვერსიით, სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა იყო და სხეული რამდენიმე კვირის განმავლობაში მდინარის ფსკერზე იმყოფებოდა. დრუიტს 1880–იან წლებში ჰქონდა მრავალი პირადი პრობლემა (ზოგი თანამედროვე ავტორის მონაცემებით ის ჰომოსექსუალისტი იყო), და ასევე მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება მასსა და მფატრავის კავშირთან, მკვლელობები შეწყდა სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ. ლონდონელმა დეტექტივმა მელვილ ლესლი მაკნაგტენმა ის მიიჩნია ერთ–ერთ მთავარ ეჭვმიტანილად.

4. ვოლტერ სიკერტი

იგი დაიბადა გერმანიაში 1860 წელს და გაიზარდა ინგლისში. სიკერტი იყო უაღრესად დაფასებული იმპრესიონისტი მხატვარი. ადრეულ 1900–იNPG x6589,Walter Richard Sickert,by George Charles Beresfordან წლებში მისმა ნახატებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ის ხატავდა შიშველ მეძავებს ჩაცმულ კლიენტებთან ერთად. მის ნახატებს შორის იყო ერთ–ერთი ტილო, რომელზეც მამაკაცს ხელი აქვს შემოხვეული ქალის კისერზე. იგი გახდა ერთ–ერთი ეჭვმიტანილი მკვლელობებში, მას შემდეგ, რაც მის მიერ ნაქირავები ოთახის პატრონს სჯეროდა, რომ მის სახლში მკვლელი სახლობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მტკიცებულება ჯეკ მფატრავსა და სიკერტის კავშირზე, 2002 წელს ამერიკელმა რომანისტმა პატრიცია კორნველმა გამოსცა წიგნი “მკვლელის პორტრეტი: ჯეკ მფატრავის საქმის დახურვა”. მასში ის აღწერს თუ როგორ ტარდება თანამედროვე ექსპერტიზა და სიკერტის ნახატებსა და მკვლელობებს შორის, თუ როგორი კავშირია. ბევრი ჯეკ მფატრავის მკვლევარი ამ აზრს არ ითვალისწინებს და ირწმუნება, რომ მკვლელობების დროს სიკერტი საფრანგეთში იმყოფებოდა.

5. რობერტ მანი

2009 წParsonsRMელს ბრიტანელმა ისტორიკოსმა მეი ტროუმ განაცხადა, რომ თანამედროვე სასამართლოს და ფსიქოლოგიის დახმარებით საბოლოოდ გაარკვია ჯეკ მფატრავის საიდუმლო. ტროუ თითს ადებს რობერტ მანს, რომელიც იყო მორგის თანამშრომელი, სადაც მოკლულები გადაიყვანეს. ექსპერტები დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ჯეკ მფატრავს ადამიანის ანატომიის კარგი ცოდნა ჰქონდა. მანმა თავისი ბავშვობა ღარიბთა თავშესაფარში გაატარა და მომავალში მუშაობდა ცხედრებთან ყოველდღიურად. ეს ყველაფერი კი ნამდვილად მიესადაგება მის პროფილს. მფატრავის პირველი მსხვერპლი პოლი ნიკოლსი იყო. მანმა მისი გვამი მორგში ზედმეტად დაამუშავა. ტროუს აზრით, ეს მან იმისთვის გააკეთა, რათა აღფრთოვანებული იყო საკუთარი ქმნილებით.

6. ჯილი მფატრავი

ერთადერთი ეჭვმიტანილი ქალი იყო მერი პირსი, რომელიც საკუთარი მეუღლის დანით მკვლელობისათვის 1890 წელს სიკვდილით დასაჯეს. 2006 წელს, ავსტრალიელ მეცნიერს იან ფინდლეის გადაეცა რწმუნებათა სიგელები ჯილი მფატრავის თეორიისთვის. ფინდლეი გაემგზავრა ლონდონში, რათა შეაგროვოს ნერწყვი ჯეკ მფატრავის წერილებიდან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაზე სანდოა. ამის შემდეგ, უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით მოიპოვებენ დნმ–ის ნიმუშებს. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნები ჯერ არ გაკეთებულა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელი შესაძლოა ქალი იყოს.

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*