ვინ მოქსოვა ეს გიგანტური აბლაბუდა? მოკლე პასუხია – ასობით ობობამ

წარმოუდგენლად დიდი ზომის აბლაბუდა აღმოაჩინეს ტეხასის პარკ “ტავაკონის ტბა”–ზე. სიგანეში ეს ქსელი 180 მეტრს აღწევს. თუმცა მხოლოდ გიგანტურმა ზომამ არ გააოცა მეცნიერები: შესწავლის პროცესში გაირკვა, რომ ის სულ რამდენიმე კვირაშია მოქსოვილი. ეს ძალიან მცირე დროა იმასთან შედარებით, რაც ობობებს სჭირდებათ ასეთი უზარმაზარი ქსელების მოსაქსოვად.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს აბლაბუდა სხვადასხვა სახეობის ობობებმა ერთდროულად შექმნეს. მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი ერთმანეთთან მტრულად განწობილები არიან და არასდროს ქმნიან აბლაბუდებს კოლექტიურად.

რა გახდა ასეთი უჩვეულო აბლაბუდის შექმნის მიზეზი? როგორც გაირკვა, ამას ხელი შეუწყო საკვების სიუხვემ. ფეხსახსრიანები გაერთიანდნენ ნადირობისთვის. პარკის თანამშრომლების თქმით, 2007 წლის ზაფხულის დასაწყისში უჩვეულოდ ხშირმა წვიმებმა საუცხოო პირობები შექმნეს კოღოების და სხვა მწერების გამრავლებისთვის.

აბლაბუდა 12 ოჯახის 250 სახეობის ობობამ სწორედ 2007 წელს შექმნეს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*