ვირტუალური გაფრენა მერკურიზე

2011–დან 2015 წლამდე მერკურის ორბიტაზე ამერიკული ავტომატური სადგური “მესენჯერი” მუშაობდა. გამოგზავნილი მასალების მიხედვით NASA-ს სპეციალისტებმა მოახდინეს მზესთან უახლოესი პლანეტის ზედაპირზე ვირტუალური გაფრენის მოდელირება.

ავტომატური პლანეტათაშორისო სადგური “მესენჯერი” კოსმოსში მერკურის შესასწავლად 2007 წელს გაუშვეს. 7 წლის შემდეგ იგი პლანეტის ორბიტაზე გავიდა. 2014 წელს სადგურმა თავისი ტექნოლოგიური რესურსები ამოწურა და 2015 წელს მისია დაასრულა. იგი პლანეტის ზედაპირზე დაიმსხვრა. მუშაობის პერიოდში მან 290 ათასზე მეტი გამოსახულება გამოგზავნა. მათ შორის არის მანამდე გადაუღებელი უბნების ფოტოები.

მონაცემების ანალიზი კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. პერიოდულად სპეციალისტები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ.

ცოტა ხნის წინ გაკეთდა ვიდეო. მისი საშუალებით შეგვიძლია მერკურის ზედაპირზე ვირტუალურად გადავიფრინოთ.

ეს შორეული ციური სხეული კრატერებით მთვარეს მოგვაგონებს. მერკური ისე ნელა ბრუნავს, რომ მზის ირგვლივ ორი წლის განმავლობაში იგი თავის ღერძის გარშემო მხოლოდ სამ ბრუნს აკეთებს.

ვიდეორგოლის დასაწყისში პლანეტა მზისკენ მიმართული მხარით არის ნაჩვენები, ბოლოში კი ღამდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*