ვისკი 121–წლიანი “დაძველებით”

Без имени-1

“დროის კაფსულაში” ნაპოვნი ვისკი, 1894 წლის გაზეთი და ქაღალდების შეკვრა

შოტლანდიაში ძველებური ხიდის შეკეთებისას, ერთ–ერთ ბურჯში მუშებმა “დროის კაფსულა” იპოვეს. 1894 წელს შენახულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ბოთლი, რომელშიც ვისკის მსგავსი სითხეა.

სასმლის ბოთლის გარდა, ჟანგიან კოლოფში 1894 წლის გაზეთი და ქაღალდების შეკვრა იდო. ყველა ნივთი ახლომდებარე ქალაქ ნიუტონმორტის მუზეუმში გადაიტანეს.

აქამდე ყველაზე ძველად ანტარქტიდაში ნაპოვნი ვისკის ბოთლები მიიჩნეოდა, რომლებიც იქ სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად ერნსტ შეკლტონის მიერ 1907 წელს მოწყობილი ექსპედიციის შემდეგ დარჩა. მეცნიერებმა სინჯებიც კი აიღეს და მისი შემადგენლობა საკმაოდ ხარისხიანი აღმოჩნდა.

121 წლის დაძველების ვისკის გასინჯვის სურვილი ბევრმა გამოთქვა, მაგრამ ღვინისა და კონიაკისგან განსხვავებით, ბოთლში ჩასხმული ვისკი, ასაკის მატებასთან ერთად არ უმჯობესდება. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია შეიძლება კი ამ ძველი სითხის დალევა, როგორი გემო ექნება და შეინარჩუნა თუ არა სიმაგრე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*