“ვოიაჯერ–2” ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა

“ვოიაჯერ–2” კოსმონავტიკის ისტორიაში მეორე აპარატია, რომელიც ჰელიოსფეროს გასცდა.

მისია “ვოიაჯერმა” გასულ წელს თავისი 40–წლიანი მუშაობის ზღვარი გადაკვეთა. 1977 წლის 20 აგვისტოს NASA-მ კოსმოსში ზონდი “ვოიაჯერ–2”, ხოლო 5 სექტემბერს “ვოიაჯერ–1” გაგზავნა. მათი პირველადი მისია იუპიტერის და სატურნის შესწავლა იყო.

ორ იდენტურ აპარატს მხოლოდ 5 წელი უნდა ემუშავათ. მაგრამ, როცა თავისი მისია შეასრულეს, ცხადი გახდა, რომ რესურსები ამოწურული არ იყო. აპარატებმა ახალი დავალება მიიღეს და ისინი მზის სისტემის შორეული საზღვრებისგენ გაუშვეს. “ვოიაჯერ–2” პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ურანს მიაღწია (1986 წელს), ნეპტუნს (1989 წელს), ხოლო 2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მან ჰელიოსფერო გადალახა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა.

კოსმონავტიკის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთმა აპარატმა, “ვოიაჯერ–1″–მა 2012 წელს მიაღწია ვარსკვლავთშორის სივრცეს.

ეს აპარატი ჰიპერბოლური ტრაექტორიით მოძრაობს – იგი არ დაბრუნდება მზის სისტემაში. დაახლოებით 40 000 წლის შემდეგ გაიფრენს 1,6 სინათლის წელიწადს (15 ტრილიონი კილომეტრი) ჟირაფის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთან AC+793888, ხოლო შემდეგ უსასრულოდ იმოგზაურებს ირმის ნახტომის გალაქტიკაში.

ახლა კი “ვოიაჯერ–2″–იც გავიდა ვარსკვლავთშორის სივრცეში. ჰელიოსფერო, ეს არის მზის მიერ შექმნილი დამცავი ბუშტი, რომელიც დამუხტული ნაწილაკებისგან და მაგნიტური ველებისგან შედგება.

მონაცემების შესწავლის შემდეგ ამ დასკვნამდე NASA-სპეციალისტები მივიდნენ. თუმცა აპარატს მზის სისტემა ჯერ არ დაუტოვებია. მას 300 წელი დასჭირდება ოორტის ღრუბლის შიდა საზღვრამდე მისაღწევად და არა ნაკლებ 30 000 წელი, რომ იგი გადაკვეთოს.

ამასთან, “ვოიაჯერ–2″–ის მისია უნიკალურია: მის ბორტზე მუშა ინსტრუმენტი Plasma Science (PLS) რჩება, რომელიც ჰელიოსფეროს მანტიისა და ვარსკვლავთშორის გარემოს ბუნების შესახებ ინფორმაციას გადმოსცემს. PLS “ვოიაჯერ–1″–ს ჯერ კიდევ 1980 წელს დაუზიანდა.

“ვოიაჯერ–2” ამჟამად დედამიწიდან 18 მილიარდ კილომეტრზე იმყოფება. იგი ვარსკვლავთშორისი პლაზმის სიმკვრივის და ტემპერატურის პირდაპირ გაზომვებს აწარმოებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*